სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საოფისე პრინტერებისთვის კარტრიჯების შეძენას და ამისთვის 10 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.
შესყიდვა 7 აპრილს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 16 აპრილს დაიწყება და 18 აპრილს დასრულდება
„კატრიჯები უნდა იყოს ქარხნული შეფუთვით. ამასთან, უნდა გააჩნდეთ ფალსიფიცირებისგან დამცავი ჰოლოგრამა. კარტრიჯის გახსნიდან და მის სრულ დაცლამდე ამობეჭდვისას არ უნდა გამოვლინდეს ხარვეზები: წერტილები, თეთრი და შავი ზოლები და ა.შ., ამასთან, კარტრიჯიდან არ უნდა იბნეოდეს საღებავი საბეჭდ მოწყობილობაში. აღნიშნული და სხვა დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში, შემსყიდველის მხრიდან საქონლის ექსპლუატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში, საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი ნებისმიერი ხარვეზი/წუნი (ტრანსპორტირების ჩათვლით), საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს წუნდებული საქონლის შეცვლა ახლით, ხარვეზის/წუნის გამოვლენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთი ხარვეზი გამოწვეულია მექანიკური დაზიანებით ან ბუნებრივი ცვეთით,“- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.