სენატის შენობაში Aspria-ს ფიტნეს დარბაზის გახსნა გადავადდა

სენატის შენობაში Aspria-ს ფიტნეს დარბაზის გახსნა გადავადდა

access_time2021-08-05 11:00:47

ვაკის პარკთან მდებარე რესტორან „სენატის“ ყოფილ შენობაში Aspria-ს ფიტნეს დარბაზის გახსნა მეორედ გადავადდა. პრემიუმ ფილიალი თავდაპირველად, 2021 წლის იანვარში უნდა გახსნილიყო, თუმცა გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და შენობის დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო ერთ-ერთი პირველი ფიტნეს ქსელს, ახალი დარბაზი ვერ დაემატა. Aspria-ს დირექტორის ოთარ თავყელიშვილის თქმით, პანდემიის გამო ფიტნეს ცენტრი მომხმარებლებს ნოემბერში მიიღებს.

 

„ფიტნეს დარბაზის გახსნის ვადებმა რამდენიმე თვით გადაიწია. მიზეზი არის ის, რომ უცხოეთიდან ახალი დანადგარები ჩამოგვაქვს. სამწუხაროდ, იტალიელებმა კორონავირუსით გამოწვული პანდემიის გამო ტრენაჟორების მოწოდების თარიღი სექტემბრის ნაცვლად, ნოემბრით შეიცვალეს. აღსანიშნავია ისიც, რომ რესტორან „სენატის“ ინფრასტრუქტურა მწყობრიდან სრულად იყო გამოსული, რის გამოც თავდაპირველად გათვალისწინებული ხარჯების მოცულობა ნახევარი მილიონი ლარით გაიზარდა. იმ დროისთვის, როდესაც დანადგარები საქართველოში ჩამოვა, დარბაზის ინფრასტრუქტურა სრულად იქნება მოწესრიგებული“, - განაცხადა ოთარ თავყელიშვილმა.

 

აღსანიშნავია, რომ Aspria ახალი ფილიალის გახსნა „ექსპო ჯორჯიაში“ იგეგმებოდა, თუმცა ფიტნეს ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ჯერჯერობით „ექსპო ჯორჯიას“ ხელმძღვანელობისგან საბოლოო პასუხი ვერ მიიღო. კომპანიის გეგმების მიხედვით საგამოფენო სივრცეში ერთ წელიწადში 500 000 დოლარის ღირებულების ახალი ფილიალი უნდა გაიხსნას.


 

შეგახსენებთ, რომ Aspria-ს პირველი ფილიალი 2012 წელს გაიხსნა. ერთ-ერთი პირველი ფიტნეს ქსელი დღეს თბილისში 4, ხოლო ბათუმში 1 დარბაზით ოპერირებს.


ბაჩო ადამია


თეგები:
Aspria



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up