სენატმა უკრაინის სასარგებლოდ განახლებული ლენდ-ლიზის პროგრამა დაამტკიცა

სენატმა უკრაინის სასარგებლოდ განახლებული ლენდ-ლიზის პროგრამა დაამტკიცა

access_time2022-04-07 12:15:32

შეერთებული შტატების სენატმა ლენდ-ლიზის პროგრამა აღადგინა, რაც პრეზიდენტს ბიუროკრატიული ბარიერების გვერდის ავლით უკრაინისთვის შეიარაღების გაგზავნის უფლებას აძლევს. კანონი შეიარაღების უსასყიდლოდ გადაცემასაც ითვალისწინებს. გადაწყვეტილებას მხარი ორივე პარტიამ დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ POLITICO ავრცელებს.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.

 

რუსეთის უკრაინაში შეჭრის მომენტიდან დღემდე შეერთებულმა შტატებმა უკრაინას $1.7 მლრდ-ის იარაღი გაუგზავნა მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინები, ანტისაჰაერო სტინგერები, კამიკაძე დრონები, ღამის ხედვის საშუალებები. კიევი აცხადებს რომ მიღებული დახმარება კარგია, მაგრამ არასაკმარისი. დეოკუპაციისთვის შეტევითი შეიარაღებაც, მათ შორის ტანკები, თვითმფრინავები და რაკეტებია საჭირო.


 

ლენდ-ლიზის პროგრამით აშშ 1941-1945 წლებში მოკავშირეებს $50 მლრდ-ით დაეხმარა, რაც დღევანდელი კურსით $700 მლრდ-ს უთანაბრდება. $50 მლრდ-დან $11 მლრდ, დღევანდელი კურსით $154 მლრდ საბჭოთა კავშირს შეხვდა. მაშინ მოსკოვმა ვაშინგტონისგან 7000 თვითმფრინავი, 5200 ტანკი, 4000 სატვირთო, ანტისატანკო ჭურვები, ვაგონები, რადარები ასევე საკვები და 15 მლნ წყვილი ჩექმა მიიღო. დახმარების ნაწილი ვალს წარმოადგენდა, რომლის დაბრუნებაზეც ომის შემდეგ სტალინმა უარი განაცხადა.

 

ყოფილ მოკავშირეებს შორის ძალიან მალე ცივი ომი დაიწყო, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები რკინის ფარდის მიღმა მოექცნენ. 80-იანი წლების ბოლოდან სოციალისტურმა ბანაკმა რღვევა დაიწყო, 1991 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირი ოფიციალურად დაიშალა, მაგრამ რუსეთმა ძველი იმპერიალისტური პოლიტიკა გააგრძელა. ბოლო 30 წელიწადში პირდაპირ ან ირიბად საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა. 1994-2000 წლებში ორ ომში 1.5 მლნ-იან იჩქერიის რესპუბლიკაში (ჩეჩნეთში) 200 000 ადამიანი მოკლა, მათ სორის 50 000 ბავშვი.

 

დღეს მსოფლიო ბუჩასა და მარიუპოლის კადრებით შეძრულია, თუმცა წლების წინ იგივე გაგრაში, სოხუმში, ცხინვალსა და გროზნოშიც ხდებოდა. უკრაინაში შეჭრა დასავლეთისთვის ერთგვარი წითელი ხაზი აღმოჩნდა, ფორმალური სანქციები რეალურმა შეცვალა, გაიზარდა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაც. დამოკიდებულების მკვეთრი ცვლილების მიუხედავად რუსულ ენერგორესურსებს ემბარგო ჯერ არ შეხებიათ, რაც პუტინს ომის დაფინანსების საშუალებას აძლევს.  




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up