აშშ არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს უკანონო ოკუპაციას, – ამის შესახებ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.
„რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე შეჭრიდან 12 წლის შემდეგ, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კვლავ ოკუპირებულია. აშშ აგრძელებს საქართველოს სუვერნიტეტისა და დემოკრატიისკენ სვლის მხარდაჭერას და არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს უკანონო ოკუპაციას“, – წერს სენატორი.