სენატორი რიში სანქციების ეფექტით კმაყოფილია, თუმცა სანქციებს რუსეთის ყველა ბანკისთვის ითხოვს

სენატორი რიში სანქციების ეფექტით კმაყოფილია, თუმცა სანქციებს რუსეთის ყველა ბანკისთვის ითხოვს

access_time2022-03-27 19:05:31

აშშ-ს სენატორი ჯიმ რიში კონგრესს და ადმინისტრაციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს. როგორც მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, აუცილებელია აშშ-ს მხრიდან მასზე სანქციების მაქსიმალურად გამკაცრება იმის გათვალისწინებით, რასაც  რუსეთი უკრაინაში აკეთებს. 

მე გამიხარდება რუსეთის ყველა ბანკის წინააღმდეგ სანქციების ხილვა. ვფიქრობ, იმის გათავლისწინებით, რაც იქ ხდება, სანქციებით ჩვენ ვერ ვიქნებით ზედმეტად უხეშები სანქციებით. ჩვენ უბრალოდ ძალიან მკაცრები უნდა ვიყოთ.... სანქციების ეფექტურობამ მართლაც გაგვაკვირვა, ამიტომ, მოვუწოდებ, კონგრესს ასე გაგრძელებისკენ, – განაცხადა  რიშმა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. მოსკოვი საჯარო განცხადებებში უარყოფს სამოქალაქო ობიექტების მიზანში ამოღებას. გაეროს მონაცემებით, უკრაინა უკვე დატოვა 3.6 მილიონმა ადამიანმა.

უკრაინა რუსეთის ტერორისტ ქვეყნად გამოცხადებას ითხოვს და ჰააგის სასამართლოში ჩივის. სასამართლო პროცესი შედგა, თუმცა პროცესზე არ გამოცხადდა რუსეთის წარმოემადგენელი, რადგან, როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა, ამბობს, სასამართლოს ამ საკითხზე მსჯელობის ლეგიტიმაცია არ აქვს.

როგორც უკრაინის სახალხო დამცველი აცხდებს, სრული სიზუსტით გროვდება რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულის ყველა ფაქტი და უკრაინა მას სამხედრო ტრიბუნალამდე მიიტანს.

ჰააგაში გაეროს საერთაშორისო სასამართლოს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთმა დაუყონებლივ უნდა შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები, თუმცა სასამართლო დადგენილებას რუსეთი ამ დრომდე არ ასრულებს. 

რუსეთს უკრაინაში შეჭრის და იქ საომარი მოქმდებების გამო სანქციები დაუწესა ლამის მთელმა მსოფლუიომ, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა.

ქვეყანას ერთი მეორის მიყოლებით ტოვებენ უცხოური კომპანიები. ამის საპასუხოდ რუსეთი ამ კომპანიების რუსეთში არსებული ქონების მითვისებით, კონფისკაციით, ანუ ექსპროპრიაციით, იმუქრება.


რუსეთის საერთაშორისო რეზერვები გაყინულია.

რუბლის კურსზე ზეწოლის პრევენციისთვის ქვეყნის მთავრობამ რუსეთიდან ვალუტის გატანაზე ლიმიტი დააწესა, თუმცა უშედეგოდ.  თითქმის 90%-მდეა გაუფასურებული რუბლი.

რუსეთის  საფონდო ბირჟა 28 თებერვლიდან დახურულია და მისი  გახსნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

რუსეთი ჩახსნილია გადახდის საერთაშორისო სისტემიდან „სვიფტიდან. რუსეთში შეწყდა  Visa-ს, Mastercarის, American Express-ის და JCB-ის და PayPal -ის საგადახდო ბარათების მუშაობა.

კანადამ, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ემბარგო დაადო რუსულ ნავთობს, რითაც ქვეყანამ მილიარდობით შემოსავალი დაკარგა.

ფრენებს რუსეთის მიმართულებით აჩერებენ უცხური ავიაკომპანიები. თავად რუსული ავიაკომპანიებიც იძულებული არიან შეაჩერონ ყველა საერთაშორისო ფრენა, რადგან სალიზინგო ხელშეკრულებების დარღვების გამო, მათ თვითმფრინავებს ინტენსიურად აყადაღებენ და იჭერენ.

სანქციების გამო რუსი ოლიგარქების იახტებსაც "აპატიმრებენ" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

მოკლედ, რუსეთი სრულ ფინანსურ იზოლაციასა და სრულ ეკონომიკურ ბლოკადაშია მოქცეული. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები მას დეფოლტს უწინასწარმეტყველებენ.

ექსპერტების შეფასებით, დეფოლტი რუსეთს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთაც მოუღებს ბოლოს. დეფოლტის გამოცხადება ნიშნავს, რომ ისინი ვალებს ვერ მოემსახურებიან, შესაბამისად მეორე მხარე დაიწყებს მათი აქტივების დაყადაღებას და ჩამორთმევას შემდგომი გაყიდვის და ვალის ამოღების მიზნით. ეს პროცესი წლობით გრძელდება და ამ დროს ასეთ ეკონომიკას, როგორც წესი,  არავინ ეკარება, არც ინვესტორი, არც ექსპორტიორი, არც ბანკი და ა.შ.  მინიმუმ მომდევნო 10 წელი და შეიძლება მეტიც, რუსეთი დარჩება  იზოლაციაში. მოკლედ რომ ვთქვათ, ესაა ეკონომიკური ფსკერი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up