სენატში რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის კანონპროექტი დარეგისტრირდა

სენატში რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის კანონპროექტი დარეგისტრირდა

access_time2022-03-04 19:30:00

ამერიკელი სენატორების ორპარტიულმა ჯგუფმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც აშშ-ში რუსული ნავთობის იმპორტს კრძალავს. Reuters-ის ცნობით, კანონპროექტში წერია, რომ რუსული იმპორტის სანაცვლოდ, ჩრდილოეთ ამერიკაში, კანადასა და სხვა ქვეყნებში ნავთობის წარმოება უნდა გაიზარდოს.


კანონპროექტმა სენატი და წარმომადგენელთა პალატა უნდა გაიაროს, ბოლოს კი პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი, რომ კანონის სახე მიიღოს. თუმცა, Reuters-ის ცნობით, თეთრ სახლს არ სურს, მხარი დაუჭიროს ისეთ ნაბიჯებს, რამაც ისედაც მაღალი ინფლაციის ფონზე შესაძლოა, ბენზინის ფასი გაზარდოს.


თეთრი სახლის სპიკერი, ჯენ პსაკი აცხადებს, რომ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვამ შესაძლოა, ნავთობის ფასები კიდევ უფრო გაზარდოს, რამაც ამ კვირაში ათწლეულის მაქსიმუმს მიაღწია.


რუსეთის ენერგომატარებლების იმპორტის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი ვლადიმერ პუტინის დასჯას ისახავს მიზნად. მისი ავტორი 100-კაციანი პალატის 18 სენატორია. მათ შორის არიან კონსერვატორი დემოკრატი სენატორი, ჯო მანჩინი და რესპუბლიკელი, ლიზა მურკოვსკი. მსგავსი კანონპროექტი ლიბერალ-დემოკრატმა სენატორმა, ედ მარკიმაც შეიმუშავა. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას მხარს უჭერს.


„მე ამის მომხრე ვარ. აკრძალეთ რუსეთიდან შემოსული ნავთობი!“ - ამბობს პელოსი.


თეთრ სახლში არ აზუსტებენ, მოაწერს თუ არა ხელს ჯო ბაიდენი აღნიშნულ კანონპროექტს.



მანჩინი-მურკოვსკის კანონპროექტს მხარს უჭერს, ასევე, ნავთობის მწარმოებელი შტატის, მონტანას დემოკრატი სენატორი, ჯონ ტესტერი. მისი თქმით, „ამერიკამ არაფერი არ უნდა შემოიტანოს რუსეთიდან.”


ჯერ გაურკვეველია, მოიპოვებს თუ არა კანონპროექტი სენატში 60 ხმას, რაც მის მისაღებად არის აუცილებელი. თუმცა, Reuters-ის შეფასებით, მისი დამტკიცების შანსებს ზრდის ის ფაქტი, რომ კანონპროექტს დემოკრატი ავტორები ჰყავს.


ენერგეტიკის ინფორმაციის ადმინისტრაციის (Energy Information Administration-EIA) მონაცემებით, შეერთებული შტატები რუსეთიდან 2021 წელს, ყოველთვიურად, საშუალოდ, 20,4 მილიონ ბარელზე მეტი ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტს ეწეოდა, რაც აშშ-ს თხევადი საწვავის იმპორტის, დაახლოებით, 8%-ს შეადგენს.


Par Pacific Holdings პირველი ამერიკული გადამამუშავებელი კომპანია გახდა, რომელმაც გუშინ ჰავაის ქარხნისთვის რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა. EIA-ის მონაცემებით, გასულ წელს ჰავაის კუნძულებზე რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი, თითქმის, 28%-ს შეადგენდა.


რუსეთი ნედლი ნავთობის სიდიდით მეორე ექსპორტიორია მსოფლიოში, რომელიც ყოველდღიურად 4-დან 5 მილიონ ბარელამდე ნავთობის ექსპორტს ეწევა. ის მხოლოდ საუდის არაბეთს ჩამორჩება.


რუსეთი მსოფლიოს ნედლი ნავთობის, დაახლოებით, 10%-ს აწარმოებს.


BPN.GE




თეგები:
ნავთობი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up