8 იანვარს, სენეგალში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა და 87 დაშავდა. ქვეყნის პრეზიდენტმა 9 იანვრიდან სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
ხელისუფლების ცნობით, ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა, რომლებშიც 70-მდე მგზავრი იმყოფებოდა, შემთხვევის მიზეზი ერთ-ერთი ავტობუსის საბურავის დაზიანება გახდა.
სააგენტო AFP აღნიშნავს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები სენეგალში გავრცელებული პრობლემაა, მიზეზი, როგორც გზების, ასევე ავტომობილების ცუდი მდგომარეობაა.