სექტემბერ-ოქტომბერში გაყიდვები ყოველთვის იკლებდა, თუმცა მიმდინარე ეტაპზე კლება არ შეინიშნება - ნათია სირაბიძე

სექტემბერ-ოქტომბერში გაყიდვები ყოველთვის იკლებდა, თუმცა მიმდინარე ეტაპზე კლება არ შეინიშნება - ნათია სირაბიძე

access_time2022-10-12 11:00:08

გასული წლების სექტემბერ-ოქტომბერში გაყიდვები ყოველთვის იკლებდა, თუმცა მიმდინარე სექტემბერ-ოქტომბერში კლება არ შეინიშნება და გაყიდვები სტაბილურად გრძელდება, - აღნიშნულის შესახებ „კომერსანტთან“ „მარდი ჰოლდინგის“ ხელმძღვანელმა ნათია სირაბიძემ განაცხადა.


როგორც სირაბიძე ამბობს, მშენებლობების და ზოგადად აპარტამენტების რეალიზაციის კუთხით აქტიური პერიოდი მაინც ზაფხულია, თუმცა შემოდგომაზეც არსებული ტემპი არ დავარდნილა, რადგანაც ბაზარზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება.


სირაბიძის თქმით, „მარდი ჰოლდინგის“ აპარტამენტები პრემიუმ სეგმენტზეა გათვლილი და შესაბამისად მიმდინარე მოვლენების ფონზე მათზე რუსეთის მოქალაქეების მხრიდან მოთხოვნა ფაქტობრივად არ არის.


„მოთხოვნა როგორც ქართველების ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან იმდენად მაღალია, რომ გაყიდვებში შემცირება არ შეინიშნება.


ჩვენ ვყიდით როგორც კარკასს ასევე სრულად გარემონტებულ ბინებს. თუმცა ჩვენი აპარტამენტები გათვლილი არ არის ბიუჯეტურ სეგმენტზე, ამიტომ ნაკლებად არის მოთხოვნა იგივე რუსების მხრიდან. ჩვენ თითქმის არ გვყავს რუსი მესაკუთრეები და არც მანამდე გვიწარმოებია სარეკლამო კამპანია. ამიტომაც ძირითადად ჩვენს აპარტამენტებს ყიდულობენ ევროპიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და აზიის ქვეყნებიდან“, - აცხადებს ნათია სირაბიძე.


მისივე თქმით, ჰოლდინგის მიერ გაყიდული ფართების 50% ქართველ მომხმარებელზე, ხოლო დარჩენილი 50%-ით უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე მოდის.



გარდა იმისა, რომ გაზრდილია მოთხოვნა და ეს ფასების ზრდას ხელს უწყობს, საბოლოო ჯამში მშენებლობის გაძვირებას სამშენებლო მასალების გაძვირებამაც შეიწყო ხელი.


„ბოლო პერიოდში სამშენებლო მასალა დაახლოებით 15-20%-ით გაძვირდა, ზოგიერთი სახის საშენი მასალა კი 40-45%-ითაა გაძვირებული. ჩვენ ძირითადად ქართველ იმპორტიორებთან ვურთიერთობთ და გეტყვით, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას გარკვეულ საშენ მასალაზე დეფიციტი წარმოიქმნა, რადგანაც უკრაინიდან პროდუქცია ვეღარ შემოდიოდა. დეფიციტის ფონზე მოხდა ფასების აწევა და დღეს როდესაც ბაზარზე პროდუქციის ჩანაცვლება და დეფიციტის აღმოფხვრა მოხდა, ფასები აღარ შემცირებულა და იგივე შენარჩუნდა“, - აღნიშნა „მარგი ჰოლდინგის“ ხელმძღვანელმა.


ნათია სირაბიძე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობების ფასები გაძვირებულია და ის მალე კიდევ უფრო გაძვირდება, რადგანაც გაზრდილია მოთხოვნა.


„სამშენებლო მასალების გაძვირების ფონზე მოგვიწია მშენებლობების გაძვირებაც და ჩვენს მაგალითზე ეს 15%-ის ფარგლებშია. თუმცა სამომავლოდ კიდევ 10-20%-ით გაიზრდება.


ზოგადად აშენებულზე ფასი ყოველთვის იმატებს, თუ აქამდე მშენებლობის კონდენციის გამო ფასი დაახლოებით 20%-ით იზრდებოდა, ამიერიდან მოიმატებს 40%-ით მოიმატებს რადგანაც პლუს გაიზარდა მოთხოვნა.


მაგალითისთვის გეტყვით, თუ 1კვ/მ მშენებლობის ეტაპზე ღირდა 400 დოლარი და შემდგომ აშენებული 500 დოლარი. დღეს აშენებული უკვე 600 და 700 დოლარი ღირს“- განაცხადა სირაბიძემ.


აღსანიშნავია, რომ Mardi Holding-ს ამ დროისათვის ორი მშენებარე პროექტი აქვს: Mardi Mall და Mardi Evergreen. Mardi Mall-ი დაახლოებით 45 000 კვ/მ-ის მოიცავს და ფასები შავ კარკასზე 550$-დან იწყება და გარემონტებული ბინებზე 1200$-დან.


რაც შეეხება Mardi Eevergreen-ს, ის მახინჯაურში ზღვის პირას შენდება და საშუალოდ 10 000 კვ/მ სამშენებლო ფართის აერთიანებს. აქ ფასები 1700$-დან იწყება და მხოლოდ აპარტოტელებს აერთიანებს. Mardi Holding-ის ახალი პროექტია ასევე, Mardi Hills-ი. Mardi Holding-ის პროექტებს ოპერირებას Mardi Hospitality უწევს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up