2022 წლის სექტემბერში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.5%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.3%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ PMC Research-ს მიერ მომზადებულ „დასაქმების თრექერშია“ აღნიშნული.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2022 წლის სექტემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 23%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.5 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
2022 წლის სექტემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 18.3%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.1 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
2022 წლის სექტემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 34.8%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 60.1%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის სექტემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარზე მეტ ხელფასს, 1.5%-ს შეადგენდა