2022 წლის სექტემბერში მეზობელი ქვეყნების წილი საერთაშორისო ვიზიტორებში 61% იყო. 2019 წელს ეს რიცხვი 66%-ს შეადგენდა. სომხეთმა თითქმის მიაღწია 2019 წლის დონეს მთლიანი ვიზიტორების წილით, რუსეთმა და თურქეთმა 2019 წლის სექტემბრის დონეს გადაუსწრო და აზერბაიჯანის წილი კი ჯერ კიდევ არ აღდგენილა.
ევროკავშირი+დიდი ბრიტანეთის წილმა შეადგინა 7%. გერმანიამ (21%), პოლონეთმა (16%), დიდმა ბრიტანეთმა (7%), ლატვიამ (7%) და საბერძნეთმა (6%) რეგიონიდან საერთაშორისო ვიზიტორთა ყველაზე მეტი რაოდენობა დააფიქსირეს.
ახლო აღმოსავლეთი შეადგენდა ვიზიტორთა 3%-ს, 2019 წლის სექტემბერში ის 2% იყო. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მონაცემები, ასე გადანაწილდა: საუდის არაბეთი (55%), იორდანია (14%), ქუვეითი (11%), გაერთიანებული არაბეთი, ემირატები (5%) და ეგვიპტე (4%).
„თიბისი კაპიტალის“ ტურიზმის ყოველკვირეული მიმოხილვის მიხედვით, მეზობელ ქვეყნებში 2019 წლის დონემდე აღდგენა 2022 წლის სექტემბერში განსხვავდებოდა, მეზობლებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აზერბაიჯანმა დაფიქსირდა (10%). ამ დაბალი აღდგენის მიზეზი რჩება ნაწილობრივ დახურული საზღვარი. რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტებმა 11%-იანი ზრდით 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა. ამ ქვეყნიდან ვიზიტორების ძლიერი შემოდინება განპირობებულია ღია სახმელეთო საზღვრებით და მიგრაციით.
თურქეთმა და სომხეთმა ასევე აჩვენეს ძლიერი აღდგენა, შესაბამისად 85%-ით და 65%-ით.
რუსეთის შემდეგ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი აღდგენა აჩვენა ისრაელმა - 90%. უკრაინის წილი ვიზიტორებში სტაბილური დარჩა ძირითადად მიგრაციის ფონზე.
როგორც რეგიონი, ახლო აღმოსავლეთმა დააფიქსირდა მაღალი, 31%-იანი ზრდა, 2019 წელთან შედარებით. აშშ-ის აღდგენა გაიზარდა და 80% შეადგინა 2022 წლის სექტემბერში. ევროკავშირის აღდგენა კი სტაბილური დარჩა და 55%-იანია 2022 წლის სექტემბერში.
2019 წლის სექტემბერში რეგისტრირებული ვიზიტების მაჩვენებლით სრულად აღდგა შემდეგი ქვეყნები: უზბეკეთი 226%, ბელარუსია 95%, მოლდოვა 43%, ტაჯიკეთი 31%, ყირგიზეთი 41% და ყაზახეთი 21%.