სექტემბერში მომხმარებელთა განწყობის ინდექსი დაეცა

სექტემბერში მომხმარებელთა განწყობის ინდექსი დაეცა

access_time2022-10-27 14:00:25

სექტემბერში მომხმარებელთა განწყობის ინდექსი დაეცა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი მონაცემებით, მაისიდან მოყოლებული, მომხმარებელთა განწყობის ინდექსს დადებითი ტენდენცია ჰქონდა, სექტემბერში კი მცირე ვარდნა დაფიქსირდა და ინდექსი აგვისტოში არსებული -23.9 პუნქტიდან სექტემბერში -24.1 პუნქტამდე დაეცა.


მომხმარებელთა განწყობის ორი ქვეინდექსი სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა: მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი 0.8 პუნქტით შემცირდა, ხოლო მოლოდინების ინდექსი 0.3 პუნქტით გაიზარდა.

„ინდექსის მაჩვენებლების უმეტესობა მცირედით გადაადგილდა უარყოფითი ან დადებითი მიმართულებით, გარდა ქვემოთ განხილული მაჩვენებლებისა, რომლეთა შემთხვევაშიც, შედარებით მნიშვნელოვნი ცვლილება დაფიქსირდა. ყველაზე ნეგატიური ტენდენცია ჰქონდა მომხმარებელთა მოლოდინებს ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით (შემცირდა 9 პუნქტით). ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებდა ზაფხულის განმავლობაში, რაც დაკავშირებული იყო თვიურ ჭრილში ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებასთან, ლარის გამყარებასა და საწვავის ფასების მცირე ვარდნასთან. სექტემბერში კი ინფლაცია ზრდას დაუბრუნდა, აგვისტოს ბოლოდან ლარმა გაუფასურება დაიწყო, რითაც შესაძლოა, ფასების სტაბილურობაზე მოლოდინების შემცირება აიხსნას.



ასევე, მოსახლეობის მოლოდინი ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებისადმი 6 პუნქტით დაეცა. ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა ივლისში და, რასაც ახლა ვხედავთ, სავარაუდოდ, ზაფხულში საერთაშორისო ვიზიტებისა და ექსპორტის პიკის შემდგომი დაკორექტირებაა.


რაც შეეხება ინდექსში ცვლილებებს დადებითი მიმართულებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსახლეობის მოლოდინი დასაქმების დონესთან დაკავშირებით და შესაბამისი მაჩვენებელი ინდექსის 20 პუნქტით გაუმჯობესდა, რამაც მოლოდინების ინდექსის ზოგადი ტენდენციების დადებითისკენ გადახრა განაპირობა. ასეთი ზრდა ნაკლებ მოსალოდნელი იყო, თუმცა ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს შრომის ბაზარზე ვაკანსიების ზრდასთან (PMC Research-ის მონაცემებით, 2022 წლის მარტიდან აგვისტომდე jobs.ge პლატფორმაზე განთავსებული ვაკანსიების რაოდენობა 37%-ით გაიზარდა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით). ზღვრულ შემცირებას ვხედავთ უმუშევრობის დონეშიც – 2022 წლის I კვარტლის 19.4 პუნქტიდან 2022 წლის II კვარტლის 18.1 პუნქტამდე“, — აცხადებენ ISET-ის კვლევით ინსტიტუტში. 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up