2022 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი 14 კომერციული ბანკის ჯამურმა აქტივებმა 68 მილიარდი ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ბანკების აქტივები 109 მლნ ლარით გაიზარდა.
აქტივების ზრდამ, სესხებისა და დეპოზიტების მოცულობის ცვლილებამ განაპირობა. კერძოდ, სექტემბერში წმინდა სესხების მოცულობამ 41.1 მილიარდი ლარი, ხოლო არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 42 მილიარდი ლარი შეადგინა.
საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 8,8 მლრდ ლარს შეადგენს. კომერციული ბანკების მთლიანი პასივები კი 68 მლრდ ლარი გახდა.