„სექტორიც და მაკონტროლებელი ორგანოც მზად არიან 1-ლი მარტისთვის“ - ბიზნესომბუდსმენი აზარტული თამაშების ბაზრის რეგულირებაზე

„სექტორიც და მაკონტროლებელი ორგანოც მზად არიან 1-ლი მარტისთვის“ - ბიზნესომბუდსმენი აზარტული თამაშების ბაზრის რეგულირებაზე

access_time2022-02-28 21:00:00

ახალი ბიზნესომბუდსმენი, ოთარ დანელია ბიზნესთან სექტორულ შეხვედრებს გეგმავს - ამის შესახებ მან, რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა.


მისი თქმით, ქვეყნისთვის ყველა სექტორი ერთნაირად მნიშვნელოვანია, ამიტომ შეხვდება უკლებლივ ყველას.


,,მე სექტორულ შეხვედრებს ვგეგმავ შემდეგ დღეებში. ჩვენ შევხვდებით უკლებლივ ყველას, რადგან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ყველა სექტორი ერთნაირად მნიშვნელოვანია, მიუხედავად მათი მონაწილეობისა მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნაში. პრობლემები ყველაზე აისახა პანდემიის დროს. ჩვენ ცხადია, შევხვდებით ნავთობიმპორტიორებსაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ისტორიულ მაქსიმუმზე ასულ საწვავის ფასს, აქციზის განაკვეთის ცვლილება დააბალანსებს. ისევ თუ გაიზარდა მსოფლიო ბაზარზე ფასი, მერე რას ვაკეთებთ, ვაქრობთ აქციზს? როგორც ვიცი, ეკონომიკის სამინისტრო შესულია დიალოგში მათთან. ჩვენ დავაკვირდებით მათ კომუნიკაციას და კონტენტს და ამის მიხედვით ჩავერთვებით“, - განაცხადა დანელიამ.


წამყვანის კითხვაზე, აქვს თუ არა ინფორმაცია, როგორია აზარტული თამაშების ბაზრის რეგულირებასთან დაკავშირებით როგორც სექტორის, ასევე რეგულატორი მზაობა, დანელია პასუხობს, რომ მოსაგვარებელი მხოლოდ ტექნიკური საკითხებია.



,,სამუშაოს ძირითადი ნაწილი გაკეთებულია. დარჩენილია ღია საკითხები რომელიც სუფთა ტექნიკური საკითხებია, მაგრამ ამ ეტაპზე რა ინფორმაციასაც ვფლობ პრობლემების 90% ამოწურულია, მაგრამ თუ სადმე სივრცე არის დარჩენილი, სადაც ჩვენი ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება ჩვენ ჩავერთვებით.


ჩვენი ინფორმაციით სექტორიც და მაკონტროლებელი ორგანოც მზად არიან 1-ლი მარტისთვის. პროცესში უკეთესად დავინახავთ. სიახლეებს თან სდევს ხოლმე ხარვეზებიც და გვინდა ძალიან ახლოს მივყვეთ ამას“, - განცხადა დანელიამ ,,საქმეში“.


შეგახსენებთ, ოთარ დანელია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ხოლო საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობას ბიზნესომბუდსმენის მოადგილე, ნინო კვეტენაძე ასრულებდა.


bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up