„სექტორის მოგების გენერირება ისეთი პროდუქტების ხარჯზე ხდება, რაც მარტივად მისაწვდომია ბანკებისთვის და რთული სხვა სადაზღვევოებისთვის“

„სექტორის მოგების გენერირება ისეთი პროდუქტების ხარჯზე ხდება, რაც მარტივად მისაწვდომია ბანკებისთვის და რთული სხვა სადაზღვევოებისთვის“

access_time2023-04-21 10:30:20

სადაზღვევო სექტორმა 2022 წელი 39,2 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. 18 სადაზღვევო კომპანიის ანგარიშებიდან ირკვევა, რომ 2022 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 909,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 17.7%-იანი ზრდა არის.


„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ დამფუძნებელი არჩილ მორჩილაძე გასული წლის მონაცემებს აფასებს და ამბობს, რომ ტრადიციულად ისეთი სადაზღვევოები არიან მოგებაზე, რომლებიც ბანკებთან აფილირებული კომპანიებია.


„სადაზღვევო სექტორი მთლიანობაში მოგებაზეა, მაგრამ ნახავდით რა დისბალანსია ამ კუთხით და როგორაა გადანაწილებული. მაგალითად 40 მილიონი ორ კომპანიაზე მოდის დანარჩენის მოგება ჯამში არის მინუს 2 მილიონი. ტრადიციულად ახლაც ისეთი კომპანიები არიან მოგებაზე რომლებსაც დიდ ფინანსურ რესურსებზე აქვთ წვდომა ანუ რომლებიც აფილირებული არიან საბანკო სექტორთან. მათ მომხმარებელთან კომუნიკაციის იოლი გზები აქვთ.


სექტორის მოგების გენერირება ისეთი პროდუქტების ხარჯზე ხდება, რაც მარტივად მისაწვდომია ბანკებისთვის და უფრო რთული მოსაპოვებელია სხვა სადაზღვევოებისთვის, რომლებიც არ არიან ბანკებთან აფილირებული. მომხმარებელთა კუთხით ბანკებთან აფილირებული სადაზღვევოებისთვის უფრო მარტივია მაგალითად სიცოცხლის დაზღვევის შეთავაზება, რადგან ის საჭიროა სესხის აღების დროს. წლიდან წლამდე იზრდება ამ დაზღვევის სტატისტიკა, მაგრამ 91-92% არის იმ ბანკთან აფილირებულ სადაზღვევოში დაზღვეული სადაც აქვს ანგარიშები“,  ამბობს არჩილ მორჩილაძე.



მისი თქმით, სექტორის გაჯანსაღებისთვის და დაზღვევის პოპულარიზაციისთვის, საჭიროა მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს რას ყიდულობს და რისი ანაზღაურება შედის სადაზღვევო პაკეტში.


„დაზღვევის პოპულარიზაციისთვის საჭიროა მომხმარებლის კმაყოფილება იზრდებოდეს, ეს მოხდება მაშინ როდესაც ზუსტად ეცოდინება მას რას ყიდულობს. როდესაც ერთი ხელის მოწერით შეუძლია მომხმარებელს იყიდოს რამდენიმე პროდუქტი, მათ შორის დაზღვევა და იპოთეკური სესხი, რთულია ყველაფერს დეტალურად გაეცნოს, ამიტომ საბოლოოდ მომხმარებელი ზარალდება, როდესაც შემდეგ ჩნდება არასასიამოვნო სიურპრიზები იმასთან დაკავშირებით თუ რომელი ზარალის ანაზღაურება ხდება და რომლის არა“, - ამბობს არჩილ მორჩილაძე.


2022 წლის ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება ასეთია:

1. თიბისი დაზღვევა - 15.7 მლნ ლარი, 
2. ალდაგი - 15.3 მლნ ლარი, 
3. იმედი ელ - 3.8 მლნ ლარი, 
4. ჯი პი აი ჰოლდინგი - 3.6 მლნ ლარი,
5. ბბ დაზღვევა - 2.4 მლნ ლარი, 
6. ტაო - 2.4 მლნ ლარი, 
7. დაზღვევის კომპანია ქართუ - 1.3 მლნ ლარი, 
8. უნისონი - 1.2 მლნ ლარი, 
9. საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი - 1.1 მლნ ლარი, 
10. დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო - 0.7 მლნ ლარი, 
11. არდი დაზღვევა - 0.2 მლნ ლარი,
12. გლობალ ბენეფიტს ჯორჯია - 0.0 მლნ ლარი, 
13. გრინ დაზღვევა საქართველო - -0.2 მლნ ლარი, 
14. ალფა - -0.5 მლნ ლარი, 
15. ევროინს ჯორჯია - -1.7 მლნ ლარი, 
16. ნიუ ვიჟენ დაზღვევა - -1.8 მლნ ლარი, 
17. პსპ დაზღვევა - -1.9 მლნ ლარი, 
18. პრაიმი - -2.4 მლნ ლარი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up