„სექტორში ინვესტიციები სტიმულირებული აღარ არის“ – კლინიკები სამინისტროსთან ეფექტიან კომუნიკაციას ითხოვენ

„სექტორში ინვესტიციები სტიმულირებული აღარ არის“ – კლინიკები სამინისტროსთან ეფექტიან კომუნიკაციას ითხოვენ

access_time2022-04-14 11:50:10

ერთადერთი გამოსავალი, რომ ჯანდაცვის სექტორი გადავარჩინოთ, არის სწორი ურთიერთობა და კომუნიკაცია კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის ისევე, როგორც ეს პანდემიის პერიოდში ხდებოდა. ამის შესახებ „ჯეო ჰოსპიტალსის“ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დარგს სხვადასხვა პრობლემა აქვს და მთავარია არსებული ფინანსების სწორად გადანაწილება.

როგორც ქიტოშვილი ამბობს, მთელი რიგი გეოპოლიტიკური ფაქტორების გამო როგორც ქვეყანაში, ისე რეგიონში, სექტორს არ აქვს მოლოდინი, რომ სახელმწიფო ერთ დღეში გაზრდის ტარიფებს და „ერთ მშვენიერ დღეს“ ახალ რეალობაში აღმოვჩნდებით.

„ვთვლი, რომ სახელმწიფოსა და ჩვენს შორის არსებობს  პოტენციალი, რომ თანხები, რასაც ჯანდაცვის მიმართულებით სახელმწიფო განკარგავს, უფრო ეფექტურად და სწორად გადანაწილდეს. დღეს ჯანდაცვაში მთელი რიგი მიმართულებები ფინანსდება მომგებიანობის სხვადასხვა მარჟით. ბევრი მათგანი საკმაოდ წამგებიანია, ზოგი მათგანი – მცირე დონით მომგებიანი. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ერთმანეთს აბალანსებს. ეს ყველაფერი გვაძლევს იმ შედეგს, რომ სექტორის მიერ თავის დროზე გაწეული ინვესტიციები უკვე გაწეული ხარჯია, რომელიც დღეს სტიმულირებული აღარ არის, რომ კვლავ განავითაროს. ჯანდაცვის სექტორი ერთერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური დარგია მთელ მსოფლიოში, რომელიც მუდმივ განახლებას და გადაიარაღებას საჭიროებს. ვთვლი, რომ სატარიფო პოლიტიკის გადანაწილებით და მათ შორის იმ ფინანსებით, რომელიც გვაქვს, და დამატებით ის, რომ არსებობდეს სადაზღვევო სექტორის უფრო გააქტიურება და ბენეფიციარების მხრიდან თანაგადახდა, შეიძლება რაღაც გამოსავალი არსებობდეს,“- განაცხადა ზურაბ ქიტოშვილმა.


მისი თქმით, დღეს ერთადერთი გამოსავალი, რომ სექტორი გადავარჩინოთ, არის სწორი ურთიერთობა და კომუნიკაცია კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის. ის ამბობს, რომ პანდემიის დროს კერძო სექტორი არ ყოფილა მხარე და სახელმწიფოსთან ერთად საერთო ინტერესებისთვის იბრძოდნენ. ქიტოშვილის განცხადებით, ახლაც ის დროა, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორი უნდა გაერთიანდეს და სწორი სტრატეგიის დაგეგმვით შეძლონ დარგის გადარჩენა.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ახალი ტარიფების დადგენაზე მუშაობს.

jandacva.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up