სერბეთი ევროკავშირის სანქციების გამო რუსული ნავთობის იმპორტს ნოემბრიდან შეწყვეტს. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რასაც გამოცემა Telegraf ავრცელებს.
ხალხისადმი მიმართვაში ვუჩიჩი აცხადებს, რომ საზოგადოებამ ყურადღება წვრილმან საკითხებზე კი არ უნდა გაამახვილოს, არამედ ნოემბრიდან ელექტროენერგიის, გაზის, მაზუთისა და ქვანახშირის დაზოგვასა და ალტერნატიულ წყაროებზე იფიქროს.
სერბეთმა უნგრეთიდან 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი შეიძინა, რომელიც უნგრეთის საცავებში შეინახება. ამასთან, სერბეთი, რომელიც მთლიანად არის დამოკიდებული რუსეთის გაზის მიწოდებაზე, 2023 წელს გაზის შეძენას აზერბაიჯანიდან TANAP-ისა და TAP-ის დახმარებით გეგმავს.