სერბეთში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ოქროს საბადო აღმოაჩინეს - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა news.am ავრცელებს, გამოცემის ცნობით საბადო თავისი მასშტაბით 100 უდიდეს საბადოს შორის მოიაზრება.
როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდ ვუჩიჩმა განაცხადა, საბადო ოქროს რაოდენობით ჟაგუბიცეში არსებულ საბადოზე უფრო დიდია.
„წინასწარი შეფასებით, საქმე გვაქვს მსოფლიოს ას უმდიდრეს საბადოს შორის ერთ-ერთზე, ან იქნებ კიდევ უფრო მსხვილ საბადოზე“, - აღნიშნა მან.
როგორც სამთომოპოვების მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრმა დუბროვკა ჯედოვიჩმა აღნიშნა, წინასწრი მონაცემებით საბადო 500x250x80 მეტრია.
„ამას შესაძლოა ჰქონდეს დიდი მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკისთვის, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ სერბეთისთვის“ . - აღნიშნა დუბროვკა ჯედოვიჩმა.
ვუჩიჩმა მანამდე განაცხადა, რომ სერბეთმა ბოლო ორი წელია მნიშვნელოვნად გაზარდა ოქროს რეზერვები. მისი თქმით, ამ დროისთვის ქვეყანას სამჯერ მეტი ოქროს რეზერვები აქვს, ვიდრე 2020 წელს ჰქონდა