სერგეი ლავროვი - რუსეთი არავის დაარწმუნებს, იყიდოს ჩვენი გაზი ან ნავთობი, ჩვენ გვყავს ქვეყნები, რომლებსაც შეგვიძლია, მივყიდოთ ჩვენი ნავთობი და გაზი

სერგეი ლავროვი - რუსეთი არავის დაარწმუნებს, იყიდოს ჩვენი გაზი ან ნავთობი, ჩვენ გვყავს ქვეყნები, რომლებსაც შეგვიძლია, მივყიდოთ ჩვენი ნავთობი და გაზი

access_time2022-03-10 17:50:00

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თავიდან ავიცილოთ სიტუაცია, როდესაც ვიღაც იღებს გადაწყვეტილებას, განადგურდეს ჩვენი ეკონომიკა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ანტალიაში განუცხადა, სადაც უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრა გამართა.

დასავლეთის სანქციების შესახებ დასმულ კითხვაზე ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ამ პრობლემას მოაგვარებს, რათა არ იყოს დამოკიდებული დასავლელ პარტნიორებზე.

„მე დამისვეს კითხვა ამასთან დაკავშირებით. მე ვთქვი, რომ ჩვენ ამ პრობლემას მოვაგვარებთ, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული დასავლელ პარტნიორებზე, კომპანიებზე, მთავრობებზე, რომლებსაც არ მართავს ბიზნესინტერესები, არამედ გახდნენ პოლიტიკური აგრესიის ინსტრუმენტი, რომლის სამიზნე აღმოჩნდა რუსეთი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თავიდან ავიცილოთ სიტუაცია, როდესაც ვიღაც იღებს გადაწყვეტილებას, განადგურდეს ჩვენი ეკონომიკა. ჩვენ მოვნახავთ გზას, დამოკიდებულებაზე უარი განვაცხადოთ. რაც შეეხება სანქციებს ნავთობთან და გაზთან დაკავშირებით, დასავლელ კოლეგებზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული. ჩვენ არასდროს ვიყენებდით ნავთობსა და გაზს, როგორც ინსტრუმენეტს, იარაღს, თუმცა დასავლეთი გვადანაშაულებს, რომ ამას ვაკეთებდით. მაგალითად, უკრაინამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო ევროპის სხვა ქვეყნებიდან გაზის მიღება. ჩვენ ევროპას მივაწოდეთ გაზი იმ რაოდენობით, რომელიც გაგვაჩნდა და ევროპამ მოუწოდა კეთილგონიერებისკენ უკრაინას? არა, მათ განაცხადეს, რომ რუსეთი ცდილობდა, გამოეყენებინა უკრაინა და გამოეყენებინა გაზი, როგორც იარაღი. ეს გახლავთ კიდევ ერთხელ რუსეთის შეკავების ინსტრუმენტი. ეს რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ძალიან საინტერესოა, რაც ახასიათებს დასავლურ ღირებულებებს, მათ დააწესეს სანქციები, აუკრძალეს კომპანიებს, ბიზნესი ეწარმოებინათ რუსეთში. ამავე დროს აცხადებენ, რომ შეისყიდიან ნავთობსა და გაზს, სხვა შემთხვევაში გაიყინებიან. რუსეთი არავის დაარწმუნებს, რომ იყიდოს ჩვენი გაზი ან ნავთობი. ჩვენ გვყავს ქვეყნები, რომლებსაც შეგვიძლია, მივყიდოთ ჩვენი ნავთობი და გაზი“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.


1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up