სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის პოლიტიკურად კონტროლირებადია, გამომდინარე იქედან, რომ ამ ძალიან ცხელ მონაკვეთში მელიას წინააღმდეგ ვერ გაბედა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც კიდევ უფრო დამუხტავდა სიტუაციას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.
„სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით გამოჩნდა, რომ თურმე ტყუილად ჰქონდა ეს სამაჯური მელიას, გამომდინარე იქედან, რომ პრობლემად არ ჩათვალა სამაჯურის მოხსნა, და ასევე ტყუილად ჰქომდა ჩამორთმეული პასპორტიც. როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასამართლო პოლიტიკურად კონტროლირებადია, გამომდინარე იქედან, რომ ამ ძალიან ცხელ მონაკვეთში მელიას წინააღმდეგ ვერ გაბედა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც კიდევ უფრო დამუხტავდა სიტუაციას. ამიტომ, როდესაც მე გავიგე ეს გადაწყვეტილება, გამეცინა, რადგან ძალიან კარგად ჩანს, რამდენად ექვემდებარება სასამართლო პოლიტიკურ კონიუქტურას“, - განაცხადა კაპანაძემ.
საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას ყველა შემზღუდავი ღონისძიება გაუუქმა, თუმცა 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ელექტროსამაჯურის ტარება აღარ მოუწევს.
ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული და სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯური დაუმაგრეს, თუმცა მან სამაჯური სამაჯური 1-ელ ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, საჯაროდ, მოიხსნა. გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა.
imedinews.ge