თანხები და ადამიანური რესურსები იხარჯება არა სახელმწიფოს უშიშროებასა და სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე, არამედ ერთი რუსი ოლიგარქის ვნებების დაკმაყოფილებაზე, მის შიშებსა და პირად ინტერესებზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა მართვის რუსული მოდელი დანერგა - ყველას თვალთვალი, ტოტალური უნდობლობა, ტოტალური კონტროლი.
„ ის რაც ჩვენ ვიცილეთ და რასაც ბოლო წლებია ვუყურებთ, ეს არის მართვის რუსული მოდელი. ოლიგარქმა დანერგა მართვის რუსული მოდელი. ყველას თვალთვალი, ტოტალური უნდობლობა, ტოტალური კონტროლი, მათ შორის, თავისიანების. ის არ ენდობა არავის და ეშინია, ეს არის ოლიგარქიული რეჟიმის დიაგნოზი. ის დგას შიშზე, უნდობლობაზე, საკუთარი მომხრეების კონტროლზე, ეს არის რუსული ოლიგარქიული რეჟიმის მახასიათებლები. რაც მთავარია, თანხები, სახსრები, ადამიანური რესურსები იხარჯება არა სახელმწიფოს უშიშროებაზე, სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე, არამედ ერთი რუსი ოლიგარქის ვნებების დაკმაყოფილებაზე. მის შიშებსა და პირად ინტერესებზე“,- აღნიშნავს სერგო ჩიხლაძე.