სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ქვემო ქართლის რეგიონულმა სამმართველომ მარნეულში, რუსთაველის N61-ში მდებარე რესტორან მანგალს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა.
სააგენტოს ინსპექტორებმა ობიექტი შემოსული შეტყობინების საფუძველზე შეამოწმეს, რომლის მიხედვითაც 10 მოზარდის ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა.
სააგენტომ ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად განახორციელა რეაგირება. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის ნიმუშები.