სეს: თხილის დაავადებებისა და მავნებლების  საწინააღმდეგოდ აგროსამუშაოები დროულად  და  ვადების დაცვით უნდა ჩატარდეს

სეს: თხილის დაავადებებისა და მავნებლების საწინააღმდეგოდ აგროსამუშაოები დროულად და ვადების დაცვით უნდა ჩატარდეს

access_time2021-05-25 11:40:00

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები, სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.


ამავდროულად თხილის კულტურის დასაცავად დასავლეთ საქართველოში ტარდება კომპლექსური სამუშაოები, რომელშიც მეთხილე ფერმერებიც არიან ჩართულნი.


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე, თხილის მწარმოებელთა ასოციაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები თხილის ნარგავებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.


„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლას. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა აქტიურად ჩაერთოს საკარმიდამო ტერიტორიების დამუშავების პროცესში, რათა წელსაც ხარისხიანი და უხვი მოსავალი მიიღონ, -აღნიშნა ლაშა შალამბერიძემ.



თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი თოდუას განცხადებით, საუკეთესო შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია, ფერმერებმა წელსაც ჩაატარონ შეწამვლა აგროვადების დაცვით. „თხილის გადარჩენის პროგრამა, რომელსაც ასოციაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მესამე წელია ახორციელებს, წარმატებულია. შარშან 50 ათას ტონაზე მეტი თხილი იყო წარმოებული. წელსაც მოლოდინი ოპტიმისტურია და ამჯერად თხილის გადარჩენაზე კი არა, კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მოსავლის წარმოებაზე გვაქვს ამბიცია, - განაცხადა გიორგი თოდუამ.


სურსათის ეროვნული სააგენტო მეთხილე ფერმერებს მოუწოდებს, ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების პარალელურად, აგროსამუშაოები თხილის სხვა დაავადებების და მავნებლების საწინააღმდეგოდ დროულად და ვადების დაცვით განახორციელონ (ფერმერის დღიური - https://nfa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/625).


„თხილის გადარჩენის პროგრამა, რომელიც 2019 წელს თხილის სექტორში არსებული გამოწვევების დაძლევისა და ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად შეიმუშავეს, ითვალისწინებს კომპლექსურ ღონისძიებებს, მათ შორის: აზიურ ფაროსანასთან ბრძოლას, სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებებსა და ფერმერთა ცოდნის ამაღლებას. ამ მიზნით, სახელმწიფომ ასოციაციას 2500 სპეციალური შესაწამლი აგრეგატი გადასცა, სპეციალურად გამოყოფილი აგრო-კონსულტანტები ფერმერთა ჯგუფებში საკონსულტაციო სამუშაოებს ახორციელებენ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up