სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა, ხოლო დოლარში გაცემულ დეპოზიტებზე შემცირდა. საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა როგორც მოკლევადიან, ასევე - გრძელვადიან ლარის სესხებზე. სავალუტო დეპოზიტებზე კი საპროცენტო განაკვეთი განახევრდა.
საპროცენტო განაკვეთები ლარის სესხებზე (საშუალო 2022 წლის II კვარტალის განმავლობაში):
მოკლევადიანი - 17.8% ( 2022 წლის I კვარტალთან შედარებით +0.4 პუნქტი)
გრძელვადიანი - 15.7% ( 2022 წლის I კვარტალთან შედარებით + 0.1 პუნქტი).
საპროცენტო განაკვეთები სავალუტო სესხებზე (საშუალო 2022 წლის II კვარტალის განმავლობაში):
მოკლევადიანი სესხები - 7.4% ( 2022 წლის I კვარტალთან შედარებით +0.2 პუნქტი)
გრძელვადიანი - 6.6% ( 2022 წლის I კვარტალთან შედარებით + 0.1 პუნქტი).
რაც შეეხება დეპოზიტებს, 1-ელი ივლისისთვის, საბანკო დეპოზიტების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 5.5 % იყო, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 0.5 პუნქტით მეტია.
საპროცენტო განაკვეთები ლარის დეპოზიტებზე (საშუალო 2022 წლის II კვარტალის განმავლობაში):
მოკლევადიანი - 10.3% ( 2022 წლის I კვარტალთან შედარებით +0.4 პუნქტი)
გრძელვადიანი - 12.2% ( 2022 წლის I კვარტალთან შედარებით + 0.1 პუნქტი).
საპროცენტო განაკვეთები სავალუტო დეპოზიტებზე (საშუალო 2022 წლის II კვარტალის განმავლობაში):
მოკლევადიანი - 0.8% ( 2022 წლის I კვარტალთან შედარებით -0.1 პუნქტი)
გრძელვადიანი - 3% ( 2022 წლის I კვარტალთან შედარებით - 0.1 პუნქტი).
კომერციულ ბანკებს 1-ელი ივლისისთვის 43.7 მლრდ ლარის სესხები ჰქონდათ გაცემული, ხოლო 38.27 მლრდ ლარის დეპოზიტი მიღებული.