საბანკო სექტორის შემოსავლების (მხოლოდ სესხებზე დარიცხული მთლიანი საპროცენტო შემოსავლები) 71% ორ ბანკზე, „თიბისა“ და „საქართველოს ბანკზე“ მოდის, რომელთა ჯამური შემოსავალი სესხებიდან 2020 წლის 1 ოქტომბრისთვის 2,091,712,737 მლრდ ლარია, მთლიანი სექტორის 9 თვის შემოსავალი კი 2,930,482,315 ლარი.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთლიანი საპროცენტო შემოსავლები გაზრდილია 2020 წლის მესამე კვარტალში, რომლის ერთ-ერთ მიზეზად სპეციალისტები სესხების გადავადების პროგრამის დასრულებას ასახელებენ, ორჯერ გადავადებული სესხების შემდეგ, მომხმარებლების მიერ სესხებზე გაზრდილი პროცენტის გადახდამ ბანკების შემოსავლებიც გაზარდა.
2020 წლის III კვარტალში კომერციული ბანკების მთლიანი საპროცენტო შემოსავლები ასეთია:
თიბისი ბანკი 1,074,360,968 ლარი (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 936,907,424 ლარი)
საქართველოს ბანკი 1,017,351,769 ლარი (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 938,239,427 ლარი)
ლიბერთი ბანკი 207,868,407 ლარი (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 198,914,407 ლარი)
კრედობანკი 140,336,358 ლარი (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 117,067,398 ლარი)
ვითიბი ბანკი ჯორჯია 102,781,151 ლარი (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 91,261,853 ლარი)
ბაზისბანკი 89,389,422 ლარი (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 82,309,303 ლარი)
პროკრედიტ ბანკი 67,735,459 ლარი (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 66,703,742 ლარი)
ტერაბანკი 63,713,148 ლარი (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 59,007,689 ლარი)
ბანკი ქართუ 55,089,132 ლარი (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 64,176,830 ლარი)
ფინკა ბანკი საქართველო 35,487,541 ლარი (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 41,862,009 ლარი)
ხალიკ ბანკი საქართველო 28,932,524 ლარი (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 28,768,061 ლარი)
პაშა ბანკი საქართველო 24,131,159 ლარი (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 20,127,087 ლარი)
იშბანკი საქართველო 13,446,440 ლარი (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 12,464,741ლარი)
ზირაათ ბანკი საქართველო 5,739,009 ლარი (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 5,468,471 ლარი)
სილქ როუდ ბანკი 4,119,828 ლარი (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 3,250,397 ლარი)