„სესხებზე შესაძლოა პროცენტი გაიზარდოს“ - რა გავლენა ექნება Fed-ის გადაწყვეტილებას საქართველოზე

„სესხებზე შესაძლოა პროცენტი გაიზარდოს“ - რა გავლენა ექნება Fed-ის გადაწყვეტილებას საქართველოზე

access_time2023-03-23 13:30:52

აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. FED-ის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 25 საბაზო პუნქტით (0.25%) გაიზარდა. გამკაცრების შედეგად, ფედერალური რეზერვის ძირითადი განაკვეთები 4.75-5.0%-ის ფარგლებში განისაზღვრა, ასეთი მკაცრი მონეტარული პოლიტიკა აშშ-ში 2007 წლის შემდეგ არ ყოფილა.


ამერიკის ფედერალური რეზერვის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზედიზედ რამდენჯერმე გაზრდის ეფექტი საქართველოს უკვე დაეტყო. ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ დოლარში სესხები გაძვირდა, საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი კი შენელდა, თუმცა ამაზე გავლენას სხვა ფაქტორებიც ახდენს, მათ შორის საქართველოს ცენტრალური ბანკის ბოლო რეგულაციები.


„უცხოურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთები გაზრდილია და ეს შენარჩუნდება, შეიძლება მცირედი ზრდაც ვიხილოთ, რადგან ამერიკის ფედერალურმა რეზერვმა საკმაოდ მაღლა აწია განაკვეთი და მოლოდინი, რომ ეს არის მაქსიმალური განაკვეთი, არ გვაქვს, მიუხედავად იმისა რომ ძალიან გაზრდილია. ევროშიც შესაძლოა ვიხილოთ მონეტარული განაკვეთის ზრდა და ესეც აისახება განაკვეთებზე.



გარდა ამისა, საქართველოში ლიკვიდობის მაღალი მაჩვენებელია, განსაკუთრებით უცხოურ ვალუტაში, პირველი შემთხვევაა როცა სადეპოზიტო პორტფელმა საკრედიტო პორტფელს მოცულობაში გაასწრო, რაც ერთგვარად იმის წინაპირობაა, რომ უახლოეს მომავალში ასე ვთქვათ აქტიური მოზიდვის აუცილებლობა არ ექნება საქართველოს საბანკო სისტემას და ამან შეიძლება მკვეთრი ნახტომები საპროცენტო განაკვეთებზე არ იქონიოს. თუ განაკვეთების ზრდა მოხდება, ეს თანმიმდევრული იქნება“, — ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.


FED-ის ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპი შერბილებულია, რაც აშშ-ში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შემცირებითაა განპირობებული. რეფინანსირების განაკვეთი აშშ-ში FED-ის წინა შეხვედრებზეც გაიზარდა 50-75 საბაზო პუნქტებით. SVB ბანკის, Silvergate-ისა და Signature Bank-ის კოლაფსამდე ანალიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ ფედერალური რეზერვი განაკვეთს 0.50%-ით გაზრდიდა, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით განვითარებულმა მოვლენებმა FED-ს სტრატეგიის გადახედვა აიძულა. რაც შეეხება საქართველოს, მონეტარული პოლიტიკის ბოლო სხდომაზე, ეროვნულმა ბანკმა განაკვეთები 11%-ზე დატოვა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up