თებერვლის მონაცემებით, დარგების მიხედვით სესხებზე ყველაზე მეტი, 4 მლნ ლარის დავალიანება ვაჭრობის სექტორს აქვს. დავალიანებების მოცულობის მიხედვით მეორე ადგილზე 3.86 მლნ ლარით მრეწველობა, ხოლო მესამეზე 3.5 მლნ ლარით მშენებლობის სექტორია.
დარგების მიხედვით მიმდინარე წლის თებერვლის მონაცემებით ყველაზე ნაკლები დავალიანება 246 ათასი ლარი განათლების და 707 ათასი ლარი ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სექტორშია.
კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე (რეზიდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე) გაცემული სესხებით დავალიანება საქმიანობის სახეების მიხედვით (ათასი ლარი) ასეთია:
სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, თევზჭერა | მრეწველობა | მშენებლობა | ვაჭრობა | სასტუმროები და რესტორნები | ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა | ფინანსური შუამავლობა | ოპერაციები უძრავი ქონებით, კვლევები, კომერციული საქმიანობა | განათლება | ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება | სხვა დარგები |
1,003,175 | 3,865,132 | 3,544,692 |
4,066,523 | 1,514,317 | 707,328 | 988,149 | 2,717,415 | 246,762 | 777,320 | 248,866 |
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2023 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით 9.46 მლნ ლარით (0.02%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.81%-ით გაიზარდა) და თებერვლის ბოლოს 44.45 მლრდ ლარი შეადგინა.