სეული ვაშინგტონს ნახევარკუნძულის სიახლოვეს ატომური წყალქვეშა ნავების დაბრუნებას სთხოვს

სეული ვაშინგტონს ნახევარკუნძულის სიახლოვეს ატომური წყალქვეშა ნავების დაბრუნებას სთხოვს

access_time2022-04-06 18:00:50

სამხრეთ კორეა შეერთებულ შტატებს უსაფრთხოების მიზნით, ბირთვული შეკავების პროგრამის ფარგლებში, ბირთვულქობიანიანი ბომბდამშენებისა და ნახევარკუნძულის სიახლოვეს ატომური წყალქვეშა ნავების დაბრუნებას სთხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ კორეის ახლად არჩეული პრეზიდენტ იუნ სოკ-იოლის მრჩევლის განცხადებაზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“  Telegram-ზე.

 

ახალად არჩეული პრეზიდენტი უფლებამოსილების შესრულებას 10 მაისიდან შეუდგება, იქამდე კი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების გუნდამ ვაშინგტონში აშშ-ის უსაფრთხოების მრჩეველ ჯეიკ სალვინთან შეხვედრები გამართა. როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა პარკ ჯინმა განმარტა ქვეყანას მოთხოვნილი წყალქვეშა ნავებიც და ბომბდამშენებიც ჩრდილოეთ კორეისგან მომავალი საფრთხის გასანეიტრალებლად სჭირდება.

 

პარკი ჯინს ჩინეთი და რუსეთი არ უხსენებია, მაგრამ პოტენციურ საფრთხედ ორივე ქვეყანა განიხილება. კორეის ომის დროს სეულის წინააღმდეგ ფხენიანთან ერთად პეკინი და მოსკოვიც იბრძოდნენ.


 

1910 წელს იაპონიამ კორეა დაიპყრო. 1945 წელს ის 38-ე პარალელზე საბჭოთა და ამერიკულ ზონებად დაიყო. 1950 წელს ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეას თავს დაესხა. ომი 3 წელიწადს გაგრძელდა, 4 მლნ-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მხარეები კი ომამდელ პოზიციებს დაუბრუნდნენ.

 

ჩრდილოეთ კორეიდან ზუსტი სტატისტიკის მოპოვება შეუძლებელია, სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით კი შეიძლება ითქვას, რომ ის პლანეტის ერთ-ერთი უღარიბესი და ამავე დრო ყველაზე ტოტალიტარული სახელმწიფოა. შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე სამხრეთ კორეაში ჩრდილოეთ კორეასთან შედარებით დაახლოებით 25-ჯერ უფრო მეტია.

 

ბირთვულ კლუბს 2006 წელს ფხენიანიც შეუერთდა და ის დანარჩენი მსოფლიოსთვის კიდევ უფრო საშიში გახდა. მის რაკეტებს შეერთებულ შტატებამდეც კი შეუძლიათ მიღწევა. 2018 წელს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ისტორიაში პირველად, კორეელ დიქტატორ კიმ ჩენ ინს სინგაპურში შეხვდა, მაშინ ესკალაციის საფრთხემ გადაიარა, თუმც დათბობის პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა.

 

კარიბის კრიზისიდან 60 წლის შემდეგ, მსოფლიო ბირთვული აპოკალიფსის საშიშროების წინაშე კიდევ ერთხელ დადგა. უკრაინაში შეჭრის შემდეგ პუტინი რამდენჯერმე ირიბად დაიმუქრა, რომ „წითელ ღილაკს“ თითს დააჭერდა. აპრილის დასაწყისში, პოლონეთმა ამერიკული ბირთვული ქობინების საკუთარ ტერიტორიაზე განთავსების შესახებ თანხმობა განაცხადა, პუტინის მუქარის მიუხედავად ურთიერთგანადგურების შიში მესამე მსოფლიო ომის პრევენციას მაინც ახერხებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up