დასკვნა, რომ უძრავი ქონების საშუალო ფასი $1 300–ს გადააჭარბებს, სიცრუეა – შოთა გუჯაბიძე

დასკვნა, რომ უძრავი ქონების საშუალო ფასი $1 300–ს გადააჭარბებს, სიცრუეა – შოთა გუჯაბიძე

access_time2022-04-01 14:00:24

სამშენებლო ბიზნესი სეზონურ შოკს განიცდის. მოულოდნელად გაზრდილი ფასები ჯერჯერობით შენარჩუნდება. თუმცა უკვე ნოემბერ-დეკემბრიდან დინამიკა სავარაუდოდ კლებისკენ გადაიხრება. ასეთ პროგნოზს ,,კომერსანტთან“ კომპანია ,,აი ჯი ეს ჯგუფის“ ხელმძღვანელი, სამშენებლო სფეროს ექსპერტი შოთა გუჯაბიძე აკეთებს.


მისი შეფასებით, გაზრდილ ფასებს საპნის ბუშტის ეფექტი აქვს და უძრავი ქონების საშუალო ღირებულება 1300 დოლარის ფარგლებში დიდხანს ვერ შენარჩუნდება.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“  Telegram-ზე.


,,უძრავი ქონება გაძვირდა და არის მოლოდინი, რომ მინიმუმ ორჯერ მოიმატებს ფასი. ასეთ ინფორმაციას ავრცელებენ იმ კომპანიების ხელმძღვანელები, რომლებსაც გაყიდვები ეჩქარებათ და შექმნილ სიტუაციაში რეალიზაციის გააქტიურებას ცდილობენ. უძრავი ქონება არ არის კარტოფილის ბაზარი, რომ ფასს მხოლოდ მოთხოვნა განსაზღვრავდეს. ეს ბუშტისებრი მოთხოვნა, რომელიც რუსეთიდან მოქალაქეების შემოდინებას უკავშირდება, ძალიან უცებ დაიფუშება და ფასი გეზს კლებისკენ აიღებს.  ბიზნესი ამაზე ვერ გააკეთებს გათვლას. ბაზარმა შოკი განიცადა. ვინმე თუ ფიქრობს, რომ ახლა იყიდის უძრავ ქონებას და მერე ორმაგ ან სამმაგ ფასში გაყიდის, აუცილებლად წააგებს. ასეთი გაანგარიშებები და გათვლები რამდენიმე თვეზე, თუნდაც ერთწლიან პერიოდზე დაკვირვებით არ ხდება. მრავალწლიანი ტენდენციაა საჭირო. რაც ხდება, არ არის ბაზრის საბოლოო სახე და რეალური მაჩვენებელი, რომ მოთხოვნა გაიზარდა “, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ შოთა გუჯაბიძე.


გარდა ამისა, ექსპერტი გაძვირების გამომწვევ მიზეზზეც და გაქირავების სეგმენტში არსებულ მდგომარეობაზეც საუბრობს, სადაც ასევე ფასების მკვეთრი ცვლილება დაფიქსირდა.



,,მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი გაჩნდა. ეს არ არის გამოწვეული იმით, რომ ბინები არ არის. რესურსი არსებობს, მაგრამ მიწოდება მხოლოდ იმიტომ ფერხდება, რომ მოთხოვნა მაღალია და მიმწოდებელი მაღალი ფასის შექმნას ცდილობს. ეს ამწვავებს სიტუაციას, რაც დასტაბილურდება უკვე ნოემბრიდან და ტენდენცია ისეთ სახეს შეიძენს, რომ კვლევას დაექვემდებაროს. დღევანდელი მონაცემით, ვიღაცამ თუ დაასკვნა, რომ 1300 დოლარს გადააჭარბებს ფასი, ცრუ დასკვნაა.

რაც შეეხება ქირის საფასურს, ახლა ძვირია იმის გამო, რომ რუსი და სლავური წარმოშობის მოქალაქეების მხრიდან მოთხოვნაა გაზრდილი. რამდენიმე წელიწადში ისინი დაბრუნდებიან საკუთარ სამშობლოში ან გახდებიან ქართული საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. ცხადია, საქართველოში ცხოვრებისას მათ მოუწევთ მუშაობა, ფულის შოვნა, ვინაიდან გამოელევათ რეზერვები, რომელიც ჩამოიტანეს ჩვენს ქვეყანაში. რაღაც პერიოდის შემდეგ მათაც გაუჭირდებათ და სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს გაზრდილი ფასი საბოლოოდ ბუშტის ეფექტს მოგვცემს. პანიკას თესავენ არასწორი მიმართულებით, მათი სამიზნე აუდიტორია რუსულენოვანი აუდიტორიაა, რომლებზეც ცდილობენ მიყიდვას ან მიქირავებას, მაგრამ ადგილობრივ მოქალაქეებს  აგდებენ პანიკაში, რომლებიც გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდნენ“, - აცხადებს შოთა გუჯაბიძე.


უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ თბილისში ბინის ქირა ერთბაშად 100 დოლარით და მეტადაც გაძვირდა.


გასაქირავებელი ბინების ფასი საშუალოდ 500 დოლარიდან იწყება, ხოლო ახალაშენებულ კორპუსებში 3 000 დოლარს აღწევს.


ფასების ზრდა დასტურდება ,,თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვითაც, რომლის თანახმად უძრავი ქონების ბაზარს ისედაც ჰქონდა მზარდი ტემპი, რაც განსაკუთრებით გაიზარდა  ფასის ნაწილში, – თებერვალსა და მარტის პირველ რიცხვებში. კერძოდ,  „უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციები  გაზრდილია 19%-ით პრეპანდემიერ პერიოდთან 2019 წელთან  შედარებით; უძრავი ქონების ღირებულება 10%-ით, ხოლო ქირის ფასი 27%-ით გაიზარდა.

 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up