შალვა პაპუაშვილი: 27 სექტემბერი არის როგორც ტრაგედიის, ისე გმირობის და მომავლისკენ ოპტიმიზმით გახედვის დღე

შალვა პაპუაშვილი: 27 სექტემბერი არის როგორც ტრაგედიის, ისე გმირობის და მომავლისკენ ოპტიმიზმით გახედვის დღე

access_time2022-09-27 23:00:00

„27 სექტემბერი არის როგორც ტრაგედიის, ისე გმირობის და მომავლისკენ ოპტიმიზმით გახედვის დღე. ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ მომავალს, რომ ჩვენი ქვეყანა ერთიანად გააგრძელებს იმ გზაზე სიარულს, რომელსაც ჰქვია ძლიერი და თანამედროვე ქვეყანა. გზა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ადგას, არის ძალიან რთული, მაგრამ ამავე დროს ერთადერთი ადამიანური გზა ერთმანეთის დასაბრუნებლად. ყველა ვხვდებით, რომ არ არის იოლად გასავლელი, მაგრამ ამავე დროს ყველა ვხვდებით, რომ ეს არის სწორედ ერთადერთი სწორი გზა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და საზოგადოებამ ქართულმა, აფხაზურმა, ოსურმა უნდა გაიაროს იმისთვის, რომ ერთმანეთი დავიბრუნოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


პარლამენტში, ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში, 27 სექტემბრისთვის საგანგებოდ მოწყობილ ექსპოზიციაზე შალვა პაპუაშვილმა ჟიული შარტავას გმირობაზე ისაუბრა.


მისი განცხადებით, სოხუმის დაცემის დღე არის საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი დიდი ტრაგედიის დღე, რომელიც ამავე დროს გმირობის არაერთი მაგალითი მისცა ქვეყანას და ამის დასტური არის ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას გმირობა, რომელიც ერთდროულად ტრაგედიას და გმირობას აერთიანებს.


​მისი თქმით, დარბაზი, რომელსაც ჟიული შარტავას სახელი ჰქვია, განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა პარლამენტისთვის.



„დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული დღეა. სოხუმის დაცემის დღე, რომელიც ყველას მოგვყვება, როგორც ერთი მხრივ დღე დიდი ტრაგედიისა, რომლითაც რეალურად იწყება რუსეთის მხრიდან საქართველოს ახალი ოკუპაცია, და ამავე დროს დღე, რომელმაც გვაჩვენა გმირობის მაგალითები. ეს დარბაზი ჟიული შარტავას დარბაზია და ატარებს სახელს საქართველოს გმირისა, რომელიც ერთი მხრივ ტრაგედიას და მეორეს მხრივ გმირობის ისტორიას აერთიანებს. გმირობა სწორედ ამას ჰქვია, როდესაც ამ ადამიანთან დაკავშირებულია არა მხოლოდ მისი პერსონალური ისტორია და პერსონალური გმირობა, არამედ, როდესაც ადამიანი ხდება განსახიერება სხვა ბევრი გმირობებისა და ტრაგედიებისა, რომლებიც მაშინ მოხდა და ამით არის ჟიული შარტავა გამორჩეული, როგორც ისტორიული პერსონა. პარლამენტის შენობაში ამ დარბაზის არსებობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა საქართველოს პარლამენტისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ რუსულ აგრესიაზეც ისაუბრა.


​მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღეს საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ დგას და აქტიურობს.


​ „ჩვენ რამდენიმე ომი გამოვიარეთ, სადაც რუსეთი იყო ჩართული. კარგად ვიცით რა არის აგრესია, ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა. ეს არის ჩვენი ისტორია. ჩვენ ამას წლებია ვუყვებით მსოფლიოს და ვფიქრობ, მსოფლიო ახლა სხვანაირად მომზადებული ყურით და გახსნილი თვალით უყურებს და აღიქვამს ამ ყველაფერს და ჩვენ გვესმის მათ შორის, ბევრი უცხოელი პოლიტიკოსის სინანულის განცხადება, რომ როდესაც საქართველო აფრთხილებდა საერთაშორისო საზოგადოებას ამ რისკების შესახებ ნაწილობრივ თუ სრულად დახშული იყო ეს ყური და არ იყო საქმის მზაობა. მნიშვნელოვანია, რომ დღეს საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ დგას, აქტიურობს და ბევრი რამე წყდება იმ ბრძოლის ველზე, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს და საერთაშორისო საზოგადოების ეს რეაქციები ჩვენთვისაც დამაიმედებელია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up