შალვა პაპუაშვილი: ადამიანური ტრაგედიები, რომლებსაც 21-ე საუკუნეში შუაგულ ევროპაში ვხედავთ, უნდა შეჩერდეს

შალვა პაპუაშვილი: ადამიანური ტრაგედიები, რომლებსაც 21-ე საუკუნეში შუაგულ ევროპაში ვხედავთ, უნდა შეჩერდეს

access_time2022-03-28 19:00:00

„ჩვენ არ გვაქვს ისეთი ფინანსური რესურსები, როგორც დიდ ქვეყნებს და არ შეგვიძლია ისეთი ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენა უკრაინისთვის, ან სხვა ინსტრუმენტები, რომლებიც სხვა ქვეყნებს უფრო ძლიერად აქვთ, თუმცა, ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყანას, ზომის და შესაძლებლობების მიუხედავად, გვაქვს იმავე წონის ერთი ხმა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პლატფორმებზე და სწორედ ამ ერთ ხმას მტკიცედ ვიყენებთ უკრაინის მხარდასაჭერად“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.



შეხვედრაზე, რომელიც ონლაინ-ფორმატში გაიმართა, შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში მცხოვრებ თანამემამულეებს მხარდაჭერა დაუდასტურა.



„ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც კვლავ უკრაინაში ხართ, გისურვებთ გამძლეობა. იმ აგრესიას, რომელიც წარმოებს რუსეთის მხრიდან, სხვა განზომილებებთან ერთად, აქვს ადამიანური ტრაგედიის განზომილება. თანამედროვე მედიის საშუალებით, ეს ტრაგედიები პირდაპირ ჩვენს ოჯახებში შემოდის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



შალვა პაპუაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას უკრაინაში, რომელსაც რუსეთის მიერ წარმოებული სამხედრო აგრესიის მიუხედავად, ქვეყანა არ დაუტოვებია.



პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ კონკრეტულ ნაბიჯებზეც, რომელსაც საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება მეგობარი ქვეყნის მხარდასაჭერად დგამს.



„მტკიცე და ცალსახაა ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის, უკრაინელი ხალხის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ. ყველა სხვა ინსტრუმენტებისგან განსხვავებით, შეიძლება, ჩვენ არ გვაქვს ისეთი ფინანსური რესურსები, როგორც დიდ ქვეყნებს და არ შეგვიძლია ისეთი ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენა უკრაინისთვის. ან სხვა ინსტრუმენტები, რომლებიც სხვა ქვეყნებს უფრო ძლიერად აქვთ, თუმცა, ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყანას, ზომის და შესაძლებლობების მიუხედავად, გვაქვს ზუსტად იგივე წონის ერთი ხმა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პლატფორმებზე და სწორედ ამ ერთ ხმას მტკიცედ ვიყენებთ უკრაინის მხარდასაჭერად“, - აღნიშნა მან.




შალვა პაპუაშვილის თქმით, დავით სერგეენკოს და დიმიტრი ხუნდაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს პარლამენტი აგრძელებს ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებას და გაგზავნას უკრაინაში.



მისივე განცხადებით, საქართველო დახმარებას უწევს ომის გამო, ჩვენს ქვეყანაში დარჩენილი უკრაინის მოქალაქეებს.



შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა არსებული ვითარების გამო, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზეც.



მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს სამხედრო კონფლიქტის პრევენციისთვის.



„ომი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარეობს, ზრდის რისკებს რეგიონში. საქართველო, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ფრონტის წინა ხაზზეა. ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. ადმინისტრაციული ზოლი არის სწორედ ფრონტის ხაზი და ამ მხრივ რისკები დიდია, რომ სამხედრო დაპირისპირება შეიძლება, საქართველოშიც იყოს. ამ კუთხით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ გამორიცხოს ჩვენს ქვეყანაში სამხედრო კონფლიქტის დაწყება. აქედან გამომდინარე, არის ბევრი ნაბიჯი, რომელიც პრევენციას ემსახურება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



შალვა პაპუაშვილმა უკრაინელ ერს და უკრაინაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს მხარდაჭერა და სოლიდარობა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.



„ეს ომი, რაც შეიძლება, მალე უნდა დასრულდეს. ადამიანური ტრაგედიები, რომლებსაც 21-ე საუკუნეში შუაგულ ევროპაში ვხედავთ, უნდა შეჩერდეს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



უკრაინაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართეს საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ და საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.


ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up