შალვა პაპუაშვილი: მთავარი გზავნილია, რომ დღეს არ არის წუწუნის და კინკლაობის დრო

შალვა პაპუაშვილი: მთავარი გზავნილია, რომ დღეს არ არის წუწუნის და კინკლაობის დრო

access_time2022-11-16 00:00:00

„ეს არის მნიშვნელოვანი ვიზიტი მნიშვნელოვან დროს. მთავარი გზავნილია, რომ დღეს არ არის წუწუნის და კინკლაობის დრო. დღეს მნიშვნელოვანია კონცენტრირდეს ყველა საერთო ეროვნულ ამოცანაზე, რასაც ჰქვია 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხზე მუშაობა. მისი დამოკიდებულებაც ცნობილია. ის არის გულშემატკივარი ჩვენი წინსვლისა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, ამიტომ სწორედ ეს იყო გზავნილი, რომ ჩვენ, ჩვენი მხრივ მას მივცეთ შესაძლებლობა, რომ ეს წინსვლაში დახმარება მისგან კიდევ უფრო ინტენსიური იყოს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროკომისართან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს რეკომენდაციების შესრულება და დაჩქარდეს ქვეყნის პროგრესი ევროკავშირის გზაზე.



„მე ვუთხარი კიდეც კომისარს, ის ფაქტობრივად პროცესის შუაგულში ჩამოვიდა საქართველოში. დღესაც კი მისი შეხვედრის შემდეგ ყველა ვბრუნდებით დარბაზში და განვიხილავთ კანონპროექტებს, რომელიც სწორედ ამ 12 პუნქტს ეხება. მოვახსენეთ სად ვდგავართ დღეის მდგომარეობით, კანონპროექტების კუთხით, რა გეგმები გვაქვს. მან დააფასა, რომ ჩვენ ვცდილობთ სწრაფად ვიმუშაოთ. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენს მხარეს გადმოსროლილი ბურთი ევროკავშირს მალე გადავაწოდოთ უკან, იმისთვის, რომ შემდგომ ევროკავშირისგან გვქონდეს ჩვენი პროგრესის შეფასების მოლოდინი. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელობას ევროკავშირისთვის ზოგად, ეკონომიკურ კონტექსტშიც, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი ნაწილისა. იმისთვის, რომ ენერგომატარებლების ალტერნატიული გზები და მიწოდება მოხდეს ევროკავშირისთვის და რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირისთვის კიდევ დამატებით როლს და ღირებულებას ანიჭებს საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up