ჩინეთის ერთ–ერთ უდიდეს ქალაქ შანხაიში COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური ლოკდაუნი გამოცხადდა, წერს Associated Press.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
შანხაის ლოკდაუნი ორ ფაზას მოიცავს და ყველაზე ინტენსიური იქნება ჩინეთში გამოცხადებულ შეზღუდვებს შორის უჰანის შემდეგ, სადაც კორონავირუსი 2019 წელს დააფიქსირეს.
პირველი ფაზის დროს, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შანხაის ეკონომიკური რაიონი პუდუნი და მიმდებარე რაიონები დაიკეტება. მეორე ფაზა პარასკევს დაიწყება, როდესაც შანხაის ცენტრალური ნაწილი დაიკეტება, მდინარე ხუანპუს დასავლეთ სანაპიროზე.
ლოკდაუნის პერიოდში მოქალაქეები სახლებში უნდა დარჩნენ, ოფისები და საწარმოები, რომელთა საქმიანობა არ არის სასიცოცხლო მნიშვნელობის, დაიკეტება, გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამასთან, ლოკდაუნის პერიოდში ქალაქში მასობრივი ტესტირება ჩატარდება.