არაჯანსაღი აჟიოტაჟი, შაქრის მსგავსად, თურქულ იაფ მედიკამენტებზეც შეინიშნება – რა რისკებია ფარმაცევტულ ბაზარზე

არაჯანსაღი აჟიოტაჟი, შაქრის მსგავსად, თურქულ იაფ მედიკამენტებზეც შეინიშნება – რა რისკებია ფარმაცევტულ ბაზარზე

access_time2022-04-07 12:00:30

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები აცხადებენ, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე თურქეთიდან შემოტანილი იაფი წამლების დეფიციტი შეიმჩნევა. მათი განცხადებით, აჟიოტაჟური მოთხოვნაა და სიტუაცია იმის ანალოგიურია, რაც ცოტა ხნის წინ შაქრის ბაზარზე დაფიქსირდა – პანიკური შესყიდვების სახით.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“  Telegram-ზე.

 

როგორც ორგანიზაცია ,,გახსოვდეს ჰიპოკრატეს“ დამფუძნებელი მარინა ბერაძე „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, სააფთიაქო ქსელებში წამლები არათანაბრადაა განაწილებული, რაც უნდობლობას იწვევს და წამლების გაძვირების შიშით ხალხი იაფ მედიკამენტს უკვე არასაჭირო რაოდენობითაც ყიდულობს.


მისი თქმით, გაზრდილი მოთხოვნის გამო შეიძლება ხელოვნურად გაიზარდოს ფასიც, ამიტომ უმჯობესია, რეკლამის კომპონენტი ინფორმაციულ ნაწილში უფრო დაიტვირთოს.

 

,,რეკლამაში უნდა ჩანდეს მეტი ინფორმაცია, რომ არ მოხდეს დეფიციტის შექმნა ხელოვნურად, რამაც შეიძლება სრულიად უმიზეზოდ გამოიწვიოს ფასების ზრდა, როგორც ეს შაქრის შემთხვევაში მოხდა. ანალოგიური სიტუაცია იკვეთება და ამით საბოლოოდ ისევ მომხმარებელი დაზარალდება. ცხადია ისიც, რომ არავის სჭირდება წამალი, რომელსაც ვადა გაუვა. შენახვას თავისი პირობებიც აქვს. კარგი იქნება, თუ ოჯახის ექიმი თვითონ მისცემს ამ წამლებს პაციენტებს, როგორც ამას სხვა ნორმალური ქვეყანა აკეთებს. მდგომარეობა თანდათან დასტაბილურდება, მაგრამ იმდენად ნელი ტემპით, რომ შეიძლება ამასობაში ხელოვნური დაბრკოლება შეიქმნას. ამ ეტაპზე კი გასაძლიერებელია მუშაობა, რომ სააფთიაქო ქსელების ყველა ფილიალში არსებობდეს ხელმისაწვდომი თურქული მედიკამენტი, რომ ადამიანმა შეძლოს თავისი საცხოვრებლის სიახლოვეს წამლის ყიდვა, როცა მოუნდება“, - აცხადებს მარინა ბერაძე „კომერსანტთან“.

 


ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორის ირაკლი მარგველაშვილის განცხადებით, ბაზარზე იაფი თურქული წამლების დეფიციტი ნამდვილად არის, რამაც პანიკა გამოიწვია.

 

მისივე თქმით, ასოციაცია ძალიან აფასებს სამინისტროს მცდელობებს, რომ მედიკამენტზე ფასი დაიწიოს, მაგრამ ასეთ პროცესებს ყოველთვის ახლავს გარკვეული რისკები და პრობლემები. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა კი საკმარისი რაოდენობის მედიკამენტების უზრუნველყოფა.

 

„სააფთიაქო ქსელებს საკმარისი მედიკამენტები არ აქვთ – ფიზიკურად ვერ შოულობენ იმ რაოდენობას თურქეთში, რადგან მწარმოებელს გარკვეულ რაოდენობაზე მეტი მედიკამენტის გამოშვება არ ჰქონდა დაგეგმილი. თურქეთის ქარხნებმა შესაძლოა უზრუნველყონ საჭირო რაოდენობის წამლების წარმოება, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ მხოლოდ თურქულ მწარმოებლებზე – ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო მწარმოებლებზე, რომლებმაც თურქეთში წამლები შეიტანეს ნაკლებ ფასად და სწორედ ამ წამლებიდან გვინდა ჩვენ მედიკამენტების ჩვენ ბაზარზე შემოტანა“,- განმარტავს ირაკლი მარგველაშვილი jandacva.ge-თან.

 

მისივე თქმით, თურქეთის ბაზრიდან მედიკამენტების გამარტივებული წესით შემოტანა ვერ ჩაანაცვლებს რეგულარულ მოწოდებას. იმისთვის კი, რომ ეს მედიკამენტები ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის და არა მხოლოდ მათთვის, ვისაც შეხვდება, უნდა გატარდეს სხვა რეფორმებიც. პირველი – ესაა ელექტრონული რეცეპტი იმპლემენტაცია, რისკენაც ნაბიჯები უკვე გადაიდგა. მარგველაშვილის განმარტებით, მედიკამენტზე დანახარჯის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის არასწორად და ჭარბად დანიშნული წამლები, რაც ადამიანის არა მხოლოდ ჯიბეს, არამედ ჯანმრთელობასაც აზიანებს.

 

შეგახსენებთ, რომ თურქეთიდან მედიკამენტების გამარტივებული იმპორტის დაწყების შემდეგ ქვეყანაში ყველაზე მოხმარებადი 50-მდე მედიკამენტი უკვე გაიაფდა. წლის ბოლომდე ამ რაოდენობის 200-მდე გაზრდა იგეგმება. ფასები 35-დან 75%-მდე შემცირდა.

 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი აპრილის მდგომარეობით, ჯამში 216 სხვადასხვა დასახელების მედიკამენტია თურქეთიდან შემოსული, რაც 600 ათასამდე კოლოფია.

 

მარი ჩიტაია

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up