მაისში საქართველოში $8.7მლნ-ის 16 ათასი ტონა შაქარი შემოვიდა, რაც 119.4% ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე ($4მლნ-ის 8 000 ტ).
შაქრის საიმპორტო ფასი 10%-ით არის გაზრდილი. თუ შარშან მაისში 1 კგ იმპორტირებული შაქარი $0.5 ღირდა, წელს მისი ფასი $0.55–ს შეადგენს.
საქსტატის ინფორმაციით კი მაისში შაქარის ფასი საქართველოში 20.5%-ით არის გაზრდილი.
შაქრის იმპორტი ძირითადად 3 ქვეყნიდან განხორციელდა. ესენია:
1. ბრაზილია – $7.1 მლნ-ის 13.5 ათასი ტ./იმპორტის 81.5%.
2. პოლონეთი – $1.3 მლნ-ის 2 ათასი ტ./იმპორტის 14.6%.
3. ნიდერლანდები – $0.3 მლნ-ის 504ტ./იმპორტის 3.7%.
ამ სამი ქვეყნიდან შაქრის იმპორტი, მთლიანი შაქრის იმპორტის 99.8%-ია.