თბილისი (GBC) - აპრილში საქართველოში $9.5მლნ-ს 16.6 ათასი ტონა შაქარი იმპორტირდა,რაც 60.9%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (2021აპრ-$5.9მლნ-ს 12.1ათასი ტ).
აპრილის ტოპ 3 მომწოდებელი:
1 მექსიკა $6მლნ-ს 11.5 ათასი ტ. (იმპორტის 63.8%)
2 პოლონეთი $2.4მლნ-ს 3.5ათასი (იმპორტის 25.3%)
3 აზერბაიჯანი $986 ათასის 1.6 ათასი ტონა (იმპორტის 10.4%)
აპრილში 1 კილოგრამი იმპორტილი შაქრის საშუალო ღირებულება 0.57 დოლარს შეადგენს. შაქრის ფასი 16.3%-ით არის გაზრდილი (Y.Y). (2021აპრ- 0.49 დოლარი).
საქსტატის ინფორმაციით საქართველოში შაქრის ფასი 29.5%-ით არის გაზრდილი (Y.Y).