შაქრის მარაგი  მუდმივად ივსება, მაგრამ პროდუქტი დახლებზე ისევ ორმაგ ფასში იყიდება

შაქრის მარაგი მუდმივად ივსება, მაგრამ პროდუქტი დახლებზე ისევ ორმაგ ფასში იყიდება

access_time2022-03-12 16:00:18

შაქრის მიწოდების მხრივ პრობლემა არ არის. იმპორტიორები ამბობენ, რომ მარაგში წყვეტა ისედაც არ ყოფილა, თუმცა ხელოვნური პანიკის გამო ფასები გაიქცა და უკვე ძნელად რეგულირებადია. დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ივა ჭყონიას ინფორმაციით, ბოლო დღეებში ბრაზილიიდან 2 000 ტონა შაქარი შემოვიდა და კიდევ 5 000 ტონას ელიან. შესაბამისად, წარმოება და მაღაზიებიც ჩვეულებრივად მარაგდება.

,,რაც ,,პრობლემა“ გაჩნდა, გავიძახი, რომ ბაზარზე დეფიციტი არ ყოფილა. სამომხმარებლო ქცევა არ გვაქვს, მოსახლეობა ელემენტარულ დონეზეც ვერ ფლობს სამომხმარებლო კულტურას, ამან გამოიწვია პრობლემა. წარმოებისთვის მომარაგების წყვეტა არც წინა დღეებში იყო და  ჩვეულებრივ ვაწვდიდით, ფასებს რა უნდა ეშველოს, ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ასე მარტივად ვერ გვარდება. თუკი ზოგიერთ მაღაზიაში 5 ლარს აღწევს ფასი, ესეც მათი პასუხისმგებლობის საკითხია და უნდა მოეკითხოთ. ახალი პარტია რომ შემოვა, უფრო დასტაბილურდება სიტუაცია, რომელიც ისედაც აწყობილი იყო და ხელოვნურად დაძაბეს მდგომარეობა. მწარმოებლებისთვის შაქრის ფასი იგივეა, რაც ბოლო დრომდე იყო“, - ამბობს ჭყონია ,,კომერსანტთან“ და დასძენს, რომ შაქარი დღეს აჟიოტაჟის გამო მხოლოდ საცალო გაყიდვებში გაიზარდა.

,,ფასი ჯერჯერობით ვერ დარეგულირდება, ქსელურ სუპერმარკეტებში უფრო მალე დაიწყება ეს პროცესი, მაგრამ გადამყიდველი რომ 130 ლარის ნაცვლად, პროდუქტს 200 ლარში ჰყიდის, ესეც ისევ ხალხის ბრალია. ძნელად წარმოსადგენია, რა შეიძლება მოხდეს, რომ ყველა მომხმარებელი 1 ტომარა შაქრის ყიდვას შეეცდება და მომარაგებას დაიწყებს! სწორედ ეს ხდებოდა, ქართულ ბაზარზე ასეთი სიტუაცია არ მახსოვს, რაღაც ამოუხსნელი მოვლენაა“, - ამბობს ივა ჭყონია.


შეგახსენებთ, რომ პანიკა ბაზარზე 9 მარტს გაჩნდა და მოულოდნელად შაქარი 2,35 ლარიდან 5 ლარამდე გაძვირდა. მიუხედავად იმისა, რომ მარაგები არის, დახლებზე პროდუქტი 4 ლარზე იაფად თითქმის არსად იყიდება.

ცნობისთვის, მსოფლიოში შაქრის უმსხვილესი ექსპორტიორი ბრაზილიაა.  2021 წელს საქართველოში 60.4 მილიონის ღირებულების 120.7 ათასი ტონა შაქარი შემოვიდა.

საქართველომ შესყიდული შაქრის თითქმის ნახევარი 57 ათასი ტონა ($28.2 მლნ) ბრაზილიიდან მიიღო, იმპორტში შემდეგ ადგილებზე თურქეთი ($14.3 მლნ) და პოლონეთი ($10.6 მლნ) არიან.

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up