შარლ მიშელი - სიტყვები არ მყოფნის, გამოვხატო, რა ვიგრძენი დღეს ბოროდიანკაში, როგორც მამამ და ადამიანმა, ამ სისასტიკის ჩამდენი აუცილებლად დაისჯება

შარლ მიშელი - სიტყვები არ მყოფნის, გამოვხატო, რა ვიგრძენი დღეს ბოროდიანკაში, როგორც მამამ და ადამიანმა, ამ სისასტიკის ჩამდენი აუცილებლად დაისჯება

access_time2022-04-20 23:30:00

გასულ წელს მქონდა შესაძლებლობა, სამჯერ ვწვეოდი უკრაინას. ერთ-ერთ სტუმრობაზე ჩვენ ვიყავით დონბასში და მაშინ ვთქვი, რომ რუსეთი არ არის მედიატორი, რუსეთი კონფლიქტის მონაწილეა. დღევანდელი სიტუაცია გვიჩვენებს, რომ მართალი ვიყავი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს დილით იმყოფებოდა ბოროდიანკაში, რათა საკუთარი თვალით ენახა ადგილზე არსებული ვითარება.

„შევხვდი ხალხს და სიტყვები არ მყოფნის, გამოვხატო, რა ვიგრძენი არა როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, არამედ როგორც მამამ, როგორც ადამიანმა. ეს არის სისასტიკე, ეს არის სამხედრო დანაშაული და მისი ჩამდენი აუცილებლად უნდა დაისაჯოს და აუცილებლად დაისჯება. მათ უნდა გადაიხადონ საფასური იმისთვის, რაც გააკეთეს უკრაინის ბევრ ქალაქში. ახლა, ისე როგორც თქვენ, მე ვფიქრობ ხალხზე, ჯარისკაცებზე, მშვიდობიან მოქალაქეებზე დონბასში, მარიუპოლში, სხვა ქალაქებში, რომლებიც იბრძვიან საკუთარი სიცოცხლისთვის, საკუთარი სუვერენიტეტისთვის და იბრძვიან ევროპული ღირებულებებისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიული პრინციპებისთვის“, – განაცხადა შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირს რაც შეუძლია, ყველაფერს გააკეთებს უკრაინისთვის, რადგან სურთ, უკრაინამ გაიმარჯვოს.

„გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლო ინსტრუმენტს. რა თქმა უნდა, ფინანსური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მხარი დავუჭირეთ უკრაინის სოლიდარობის ფონდის შექმნის იდეას. ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, რათა მოვახდინოთ ფინანსური მხარდაჭერის მობილიზება და უკრაინას მიეცეს შესაძლებლობა, დაფაროს სოციალური ხარჯები და დაიწყოს ქვეყნის აღდგენის პროგრამა. მსურს, დაგარწმუნოთ, რომ ევროკავშირი თქვენს გვერდით იქნება თქვენი ქვეყნის აღდგენის საკითხში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია სამხედრო დახმარება. პირველად ისტორიაში, ევროკავშირმა გადაწყვიტა, მიაწოდოს მცირე სამხედრო აღჭურვილობა და ეს გადაწყვეტილება ომის დაწყებიდან ორ დღეში მივიღეთ. მაშინ ჩვენ რამდენიმე საათის განხილვის შემდეგ გადავწყვიტეთ უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების აღმოჩენა, როგორც პირველი ტრანში და დღეს უკვე ეს დახმარება 1.5 მილიარდ ევროს შეადგენს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.


მიშელის განმარტებით, მესამე საკითხი არის პოლიტიკური მხარდაჭერა და სურს, გამოხატოს სრული პატივისცემა უკრაინის მთავრობის თავისუფალი და დემოკრატიული გადაწყვეტილების მიმართ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით.

„ჩვენ რამდენიმე დღეში, უმოკლეს ვადაში მივაწოდეთ ევროკომისიას შესაბამისი გადაწყვეტილება, რასაც ჩვეულებრივ ერთი თვე სჭირდება და ევროკომისიის დასკვნა გვექნება ივნისის ბოლოს. ჩემი პასუხისმგებლობა იქნება ამ საკითხის ევროპული საბჭოს დღის წესრიგში დაყენება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური დიალოგი, რათა მივაღწიოთ პროგრესს ამ მიმართულებით.

მსურს, გითხრათ, რომ ევროკავშირს კონკრეტული მხარდაჭერის აღმოჩენა შეუძლია თქვენს არჩევანში, რომლითაც მიჰყვებით ევროკავშირში გაწევრიანების გზას, თქვენს მომავალს, რასაც ყოველდღე ავლენთ, რომ ერთგული ხართ დემოკრატიული პრინციპების, თავისუფლებისა და იბრძვით არამარტო უკრაინელი ბავშვების თავისუფლებისთვის, არამედ ევროპის ფუნდამენტური პრინციპებისა და ღირებულებებისთვის. ასევე, ჩვენ მზად ვართ, აღმოგიჩინოთ ჰუმანიტარული დახმარება და დაგეხმაროთ, რომ საერთაშორისო სამართლიაონობამ გაიმარჯვოს, დავეხმაროთ მტკიცებულებების შეგროვებაში მათ, ვინც ამ სფეროში მუშაობს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ამავდროულად, შარლ მიშელი ამბობს, რომ მუდმივად მუშაობენ, რათა გაიზარდოს ზეწოლა კრემლზე.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ სანქციები, ჩვენ უნდა გავზარდოთ ზეწოლა რეჟიმზე, კრემლზე ჩვენ დავაწესეთ მრავალი კონკრეტული ზომა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ამიტომ ჩვენ გამუდმებით ვმუშაობთ, რათა გავზარდოთ ზეწოლა. დღესაც ჩვენ დეტალურად განვიხილეთ სხვადასხვა ელემენტი, რათა წარვუდგინოთ ევროპულ საბჭოს შესაბამისი წინადადებები და შევინარჩუნოთ კრემლზე მაქსიმალური ზეწოლა. მსურს, კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ თქვენ არ ხართ მარტო, ჩვენ თქვენთან ვართ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რომ მხარი დაგიჭიროთ და უკრაინამ მოიგოს ომი“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.



1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up