შარლ მიშელი - უკრაინა ევროკავშირია და ევროკავშირი არის უკრაინა

შარლ მიშელი - უკრაინა ევროკავშირია და ევროკავშირი არის უკრაინა

access_time2023-01-19 22:15:04



უკრაინა ევროკავშირია და ევროკავშირი არის უკრაინა. ვიმედოვნებ, მალე უკრაინელი დაიკავებს ჩემს პოსტს როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ან ევროპარლამენტი ან ევროკომისიის პრეზიდენტი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,  რომ  ევროკავშირს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაეხმაროს უკრაინას ბრძოლის ველზე გამარჯვებაში. მისივე  თქმით, ამ დროისთვის ევროკავშირმა სამხედრო დახმარების სახით უკრაინისთვის 11 მილიარდი ევროს მობილიზება შეძლო.



„24 თებერვლის დილის საათებში ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამირეკა. მან მითხრა, ეს თავდასხმაზე მეტია, ეს არის უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბური ინტერვენცია. იმავე საღამოს მე მივიწვიე, რომ მას მიემართა ევროპული საბჭოსადმი. მან გვითხრა, რომ შესაძლოა, მას ცოცხალს უკანასკნელად ვხედავდით, ლიდერები შოკირებულნი იყვნენ. ეს იყო გარდამტეხი მომენტი, საჭირო იყო უკრაინისთვის თამამი გადაწყვეტილებები. ჩვენ ასევე მყისიერად გავაცნობიერეთ, რომ სასწორზე არა მხოლოდ უკრაინის ბედი იდო. სასწორზე ასევე იდო ჩვენი ევროკავშირის ბედი, კონტინენტის მომავალი და ყველაფერი, რისიც სჯეროდათ ევროკავშირის დამფუძნებელ მამებს. ექვს თვეზე ნაკლებ დროში, ივნისში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე კვირით ადრე ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო: ჩვენ გადავწყვიტეთ, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიგვენიჭებინა. ასე რომ, ევროკავშირის წევრობის კითხვას პასუხი გაეცა. უკრაინა ევროკავშირია და ევროკავშირი უკრაინაა. ჩვენ მთელი ძალისხმევა უნდა მივმართოთ, რომ ეს დაპირება რაც შეიძლება მალე ვაქციოთ რეალობად. ვიმედოვნებ, მალე უკრაინელი დაიკავებს ჩემს პოსტს, როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, ევროპარლამენტი ან ევროკომისიის პრეზიდენტი



უახლოესი კვირები და თვეები გადამწყვეტი იქნება. თქვენ მეტი გჭირდებათ. მეტი თავდაცვის სისტემა, შორ მანძილზე მოქმედი მეტი რაკეტა, აღჭურვილობა და თქვენ გჭირდებათ ტანკები ახლავე. 




უკრაინა აღდგება. ზარალი უნდა ანაზღაურდეს. ჩვენ გავყინეთ 300 მილიარდი ევროს ოდენობის რუსული აქტივები. მტკიცედ მჯერა, რომ ეს უნდა იქნას გამოყენებული და იქნება გამოყენებული უკრაინის რეკონსტრუქციისთვის. ყველა პასუხისმგებელი პირი, გამონაკლისის გარეშე, უნდა გასამართლდეს და გასამართლდება“,“, – განაცხადა შარლ მიშელმა.











„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up