საქალაქთაშორისო მგზავრობა 15%-ით გაძვირდა, მოთხოვნა გაორმაგდა

საქალაქთაშორისო მგზავრობა 15%-ით გაძვირდა, მოთხოვნა გაორმაგდა

access_time2022-04-23 11:00:44

თბილისის ავტოსადგურებში მოთხოვნის მკვეთრ ზრდაზე საუბრობენ. თუკი შარშან ამ დროს პანდემიური ვითარების გამო რეგიონების მიმართულებით რესისები პასიური იყო, დღეის მდგომარეობით, მოთხოვნა გაორმაგებულია. აღნიშნულთან დაკავშირებით ,,კომერსანტთან“ ავტოსადგურ ,,დიდუბის“ დირექტორი ნესტორ მიქატაძე საუბრობს. მისი თქმით, მძღოლები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დანაკარგის კომპენსირება სადღესასწაულო პერიოდში გაზრდილი მოთხოვნით მოახერხონ, განსაკუთრებით შორ რესიებზე, რომელიც მაქსიმალურად დატვირთულია.

 

მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


 

,,აღდგომის დღეებზე ავტოსადგური მაღალი დატვირთვით მუშაობს.  დანარჩენ პერიოდში დიდი ჩავარდნაა, მგზავრთა ნაკლები ნაკადებია, მძღოლებს მუშაობა შემცირებული აქვთ. თუმცა ბოლო სამი დღეა მოთხოვნა გაორმაგდა, ფასები არ შეგვიცვლია. შედარება არ არის იმ ვითარებასთან, რა პირობებშიც 2020-2021  წლებში გვიწევდა მუშაობა. განსაკუთრებით შორი რეისებია აქტიური, როგორიცაა, ქუთაისი, ტყიბული, ბათუმი, ხარაგაული და ზუგდიდი. თუმცა, თუკი წინა თვეების ტენდენციაზე ვისაუბრებთ, სიტუაცია ნამდვილად არასახარბიელოა. გორში მუდმივად დადიან ჩვეულებრივ, ყველაზე მეტი მგზავრი ამ მარშრუტს ჰყავს, ტრანსპორტი, ფაქტობრივად, ყოველ ნახევარ საათში გადის, მაგრამ სხვა მიმართულებებზე პრობლემაა. მაგალითისთვის, პანდემიამდე ტყიბულის რეისს  დღიურად 8 მანქანა ასრულდება და დღეს მათი რაოდენობა განახევრებულია. მძღოლებსაც ურჩევნიათ,  შეთანსხმდენ, რეისების რაოდენობა მოაკლონ და არსებული ფასი შეინარჩუნონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი კრიზისი იქნება და ამ რისკზე ვერავინ წავა“, - ამბობს  მიქატაძე.


რაც შეეხება ტარიფებს, მისი თქმით, ,,ბენზინსა და დიზელზე არანორმალურად მაღალი ფასების გამო საქალაქთაშორისი ტრანსპორტის მომსახურებაც გაძვირდა 5-7 ლარის ფარგლებში და  25-30 ლარს აღწევს ფასი, რაც ცხადია მგზავრთა ნაკადებზეც აისახება.

,,15 მარტს ახალი ტარიფები  მძღოლების მოთხოვნით დადგინდა. გაძვირდა ბათუმის, ქუთაისის, წყალტუბოს და ტყიბულის მიმართულებები. ამ ეტაპზე,  მიუხედავად იმისა, რომ სადღესასწაულო პერიოდია, ფასები არ შეგვიცვლია, ვერც შევეხებით.  ეს მგზავრთა გადამყვანებმაც  კარგად იციან და არც აქვთ პრეტენზია. ახლა ყველა ცდილობს, სააღდგომო პერიოდში მაქსიმალურად დაიტვირთონ და დანაკარგის კომპენსირება რაღაც დონეზე მაინც მოახერხონ“, - ამბობს ნესტორ მიქატაძე ,,კომერსანტთან“.

შეგახსენებთ, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფასები მარტში დაახლოებით 10-15%-ის ფარგლებში გაძვირდა. მაგალითისთვის, თუკი აქამდე თბილისიდან რუსთავამდე გადაადგილება 1,8 ლარად შეიძლებოდა, ახლა ფასი სხვადასხვა მარშრუტზე 2,5 ან 2,8 ლარია. რუსთავში მგზავრობა მარტში გაძვირდა შიდა საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც. მგზავრობისთვის მგზავრებს 50 თეთრის ნაცვლად, 80 თეთრის გადახდა უწევთ.

რაც შეეხება შორ რეისებს, რიგი მიმართულებებით მგზავრობა 3-დან 5-7 ლარის ფარგლებში , ანუ დაახლოებით 10-15%-ით გააძვირეს. თბილისი-ქუთაისის მიმართულებით მგზავრობა 15 ლარი ნაცვლად, უკვე 20 ლარი ღირს, ზუგდიდის მიმართულებით - 25 ლარი, თეთრიწყაროს მიმართულებით 4.5 ლარის ნაცვლად, 6 ლარს შეადგენს.

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up