„წლევანდელი სეზონი დიდად მოთხოვნადი არ იყო, შარშანდელ წელს ვერც შევადარებ“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ სპორტული ჰიპერმარკეტის Xtreme - ის მენეჯერმა ლუიზა თავყელიშვილმა უთხრა. მისი თქმით, თხილამურების გაყიდვა შარშანდელთან შედარებით თითქმის ათჯერ არის შემცირებული.
„შარშანდელთან შედარებით წელს თხილამურზე მოთხოვნა მეათედი იყო, ამის მიზეზი სავარაუდოდ უთოვლობაა, სეზონი გვიან გაიხსნა, დეკემბერში გუდაურის სასტუმროებში ჯავშნები სრულიად მოიხსნა.
რაც შეეხება ფასებს, ვცდილობთ რომ პროდუქტზე ფასი არ გავაძვიროთ, თუმცა პატარა ზრდა მაინც არის, რადგან ლოგისტიკა საკმაოდ გაძვირებულია“, - აღნიშნა ლუიზა თავყელიშვილმა.
რაც შეეხება თხილამურის ფასებს, ჰიპერმარკეტ Xtreme- ის მონაცემებით თხილამურის ფასი საშუალოდ 300 ლარიდან იწყება და 4000 ლარს აჭარბებს.