ყველის ფასი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, თუმცა მოთხოვნა შენარჩუნებულია - ასოციაცია

ყველის ფასი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, თუმცა მოთხოვნა შენარჩუნებულია - ასოციაცია

access_time2022-09-14 13:00:08

„ყველის ფასის მიმართულებით პირდაპირ კატასტროფა ხდება, შარშან თუ იმერული ყველი 7-10 ლარი ღირდა, წელს მისი ფასი 19 – 20 ლარია. იმერული ყველის ფასი თითქმის სულგუნის ფასს გაუტოლდა, შესაბამისად სულგუნის ფასიც იზრდება“ -  ამის შესახებ “კომერსანტს“ ყველის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ანა მიქაძემ განუცხადა. მისი თქმით, ქსელურ და ბრენდულ მაღაზიებში ყველის ფასი გაცილებით მაღალია.

 

„მე რომ ვნახე იმერული ყველი 16 ლარად ეჭვი გამიჩნდა რატომ  ჰქონდა ასეთი დაბალი ფასი. ზოგიერთ მაღაზიაში და სუპერმარკეტში 20 ლარზე მეტიც ღირს და სულგუნის ფასმა 30 ლარსაც კი მიაღწია.  რაც  შეეხება გუდის ყველს, რომელიც დიდი  ხანია გაძვირდა, მისი ფასი 35 ლარიდან 40 ლარის ფარგლებში მერყეობს. აღარაფერს ვამბობ ისეთ დელიკატესებზე, როგორიცაა ტენილი, დამბალხაჭო და სხვა გაპრანჭული ყველები, რომელიც ქართულ ბაზარზე ისედაც იშვიათობაა და სულ რამდენიმე ადამიანი აწარმოებს. მაგალითად ტურისტულ  უბნებში  ერთი კილოგრამი დამბალხაჭოს ფასი 70 ლარია. ყველაფერი გაძვირებულია“, - აღნიშნა ანა მიქაძემ.


რაც შეეხება მიზეზებს, მიქაძე რძის პროდუქტების გაძვირების მიზეზად ინფლაციას, ცხოველების საკვებზე  ფასის და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდას ასახელებს.



„დაახლოებით 20 წლის წინ როდესაც დოლარი ძალიან გაძვირდა და შემდეგ ლარმა გამყარება დაიწყო, მაშინ მიშა ჯიბუტმა თქვა, რომ ლარი კი გამყარდა, მაგრამ ჯონჯოლთან მიმართებაში გაუფასურდაო, დღესაც ეგრეა ყველთან მიმართებაში, თითქოს ლარი სტაბილურობისკენ მიიწევს, მაგრამ ყველთან მიმართებაში უფასურდება. კატასტროფული მდგომარეობაა. ჩემთვის ეს არის წარმოუდგენელი რაღაც,  როგორ შეიძლება ადამიანმა, რომელსაც ყველი ყოველ დღე სჭირდება ვერ იყიდოს, შეიძლება ადამიანმა მოითმინოს უხორცობა, რაღაც სხვა პროდუქტზე თქვას უარი, მაგრამ ყველი სჭირდება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტია და მისი ფასი კი ზევით მიიწევს. ლოგიკა იმაში მდგომარეობს, რომ ფერმერებსაც ყველაფრის ფასი გაუძვირდათ, ცხოველის საკვები, ტრანსპორტირება, ბენზინი, ყველაფერი გაძვირებულია. კი შეიძლება  ერთჯერადი ხარჯია და წინასწარ იმარაგებენ ყველაფერს, მაგრამ ეს ერთჯერადი ხარჯებიც ძალიან ძვირი უჯდება. თუ საკუთარი საძოვარი არ აქვს, იჯარით უნდა აიღოს, ქერი გაძვირებულია, ხორბალიც  გაძვირებულია, ამიტომ არის ეს სიტუაცია“, - აღნიშნა ანა მიქაძემ.

 

ანა მიქაძე ამბობს, რომ ყველზე გაზრდილი ფასის მიუხედავად გაყიდვები არ შემცირებულა და საკმაოდ აქტიურად იყიდება.




თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up