შატოს ტიპის ახალი კომპლექსი ქობულეთში  -  „შატო კვირიკე“ განსხვავებული ზაფხული აჭარაში

შატოს ტიპის ახალი კომპლექსი ქობულეთში - „შატო კვირიკე“ განსხვავებული ზაფხული აჭარაში

access_time2021-07-05 13:50:50

დეველოპერული კომპანია „თაუერ გრუპის“ ინიციატივით ქობულეთში, სოფელ კვირიკეში გაიხსნა ახალი ტურისტული ლოკაცია  - სასტუმრო კომპლექსი „შატო კვირიკე“.


კომპლექსის განხორცილების მთავარი იდეა აჭარის და კერძოდ ქობულეთის რაიონის პოპულარიზაციაა. როგორც ცნობილია, აჭარა მეტწილად სეზონური დატვირთულობით ხასიათდება. ჩვენი მთავარი იდეა იყო შეგვექმნა ისეთი სივრცე, სადაც სტუმარი შეძლებდა წელიწადის ნებისმიერ დროს დასვენებას მისთვის საინტერესო გარემოში. ამისათვის ავირჩიეთ ვაზისა და მეღვინეობის მიმართულების განვითარების სტრატეგია.  გაშენდა 2 ჰექტარზე ვენახი, დასავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი იშვიათი ყურძნის ჯიშებით, გაკეთდა დიდი მარანი, რომელიც აღჭურვილია სპეციალური დანადგარებით და ქვევრებით.


აჭარაში მევენახეობის წახალისების მიზნით ვგეგმავთ მოსახლეობისგანაც მივიღოთ ადგილობრივი ყურძენი, რასაც ადვილად გაუმკლავდება ჩვენი მარანი

 

ვაწარმოებთ ჩვენს ღვინოს, „შატო კვირიკე“-ს სამარკო დასახელებით, რომელსაც მომავალში ექსპორტზეც გავიტანთ - კვირიკეს კი საინტერესო ლოკაციად ვაქცევთ წელიწადის ნებისმიერ დროს.

 

„შატო კვირიკე“ უნიკალური კომპლექსია თავისი კონცეფციით აჭარის რეგიონისთვის, რადგან იგი აერთიანებს ვენახებისა და ღვინის თემატიკას ზღვასთან.  ეს არის სასტუმრო კომპლექსი, რომელიც უამრავ საინტერესო სივრცეს და ატრაქციას იტევს - მარანს, აუზს, რესტორნებს, ისტორიულ ნაგებობაში განთავსებულ პატარა მუზეუმს, საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზებს, უნიკალურ რეკრეაციულ გარემოს - ასწლოვანი ევკალიპტებით, ვენახებით, თხილისა და კივის ხეივნებით.

 

რაში მდგომარეობს კომპლექსის უნიკალურობა


აჭარაში დასვენება, როგორც წესი უკავშირდება ხმაურიან სანაპიროს, მზეზე და ზღვაზე დროის გატარებას. ჩვენი კომპლექსი გთავაზობთ გაატაროთ ზაფხული მშვიდ გარემოში, სადაც აუზზე დროის გატარების პარალელურად დაისვენებთ უნიკალურ რეკრეაციულ გარემოში და დააგემოვნებთ ჩვენივე ვენახებიდან მიღებულ ღვინოს.


ზღვიდან 500 მეტრში 2 ჰექტარზე გაშენდა დასავლეთისათვის ავთენტური ყურძნის ჯიშები: ციცკა, ცოლიკაური, კრახუნა, ძელშავი, ჩხავერი, ოჯალეში და სხვა. კომპლექსის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა მარანი, სადაც ქვევრებში ხდება ადგილობრივი ყურძნისგან მიღებული ღვინოების დავარგება. მთისა  და ზღვის კლიმატი ღვინოს განსაკუთრებულ საგემოვნო თვისებებს სძენს.

 

მარანში განთავსებულია ვინოთეკა, სადაც სტუმარს ჩვენი ღვინის გადრა დახვდება ასევე სხვა სამარკო ღვინოების ნაირსახეობა და რაც მთავარია გამოცდილი სომელიე, რომელიც ინდივიდუალურად შეურჩევს სტუმარს მისთვის სასურველი ღვინის ტიპს. 



სტუმრები შეძლებენ დააგემოვნონ სხვადასხვა ჯიშის  ქართული ღვინოები და წაიხემსონ როგორც ღია, ასევე სპეციალურად დეგუსტაციისათვის განკუთვნილ დახურულ სივრცეებში, სპეციალურად მათთვის შეფის მიერ მომზადებული გემრიელი კერძებით.

 



უცხოელ ტურისტებში ქართული კულტურის თავისებურებების პოპულარიზაცია

 

დასვენების პარალელურად „შატო კვირიკეში“ ტურისტი შეძლებს გაეცნოს საქართველოს კულტურულ თავისებურებებს. კომპლექსის ცენტრალურ ნაწილში აუზის ირგვლივ განთავსებულია ინდივიდუალური კოტეჯის ტიპის სახლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეების დასახელებით - აფხაზეთი, იმერეთი, გურია, აჭარა, ქართლი და ა.შ. რაც უცხოელ ტურისტებში საქართველოს ცნობადობას და მისი კულტურის აღქმას კიდევ უფრო აღრმავებს. თითოეულ კოტეჯს აქვს პირდაპირი გასასვლელი ღია აუზზე.

 

კომპლექსის ტერიტორიაზე დამსვენებელი ცოცხლად იხილავს ძველად საქართველოში მცხოვრები გლეხის ყოფით ყოველდღიურობას  - ასწლოვან ნალიას - სადაც ინახება ბურღულეული, წყლის წისქვილს - რომელიც მოქმედია და იქვე დაათვალიერებს სიმინდის დაფქვის პროცესს, ჩვენი ხაბაზები კი თონეში გამომხცვარი პურით გაუმასპინძლდებიან, აჩვენებენ ცნობილი აჭარული ხაჭაპურის გამოცხობის ტექნოლოგიას, ჭაჭის გამოხდას და ა.შ.

 

მთელ ტერიტორიაზე გაცოცხლებულია ფიროსმანის სხვადასხვა ექსპოზიციები - მეეზოვე, მეთევზე, ასევე ქართული ლიტერატურის პერსონაჟები. 

 

კომპლექსის ისტორიული ღირებულება - საღამოები მე-18 საუკუნის ბუხრებიან ნაგებობაში

 

კომპლექსის ნამდვილი განძია ისტორიული ნაგებობა 5 ბუხრით.

ნაგებობა აშენებულია მე-18 საუკუნეში. შენობას რესტავრაციის შემდეგ შენარჩუნებული აქვს პირვანდელი სახე. დარბაზი უნიკალურია იმით, რომ კედლების გაყოლებაზე განთავსებულია 5 განსხვავებული აზიური სტილის ბუხარი, რომლებიც მოქმედია და გრილ საღამოებში მათი აგიზგიზება განსაკუთრებულ მისტიურ გარემოს ქმნის. ბუხრებიანი სახლი მთლიანად ინარჩუნებს ისტორიულ სტილისტიკას და იტევს მე-19 - მე-20 საუკუნის დასაწყისში აჭარის რეგიონისთვის დამახასიათებელი ნივთებს. ნაგებობაში შესაძლებელია საღამოების გატარება ღვინის, ადგილობრივი ჭაჭის, ვისკის დაგემოვნება ან სულაც ვახშმობა.

 

ყველაფერი ოჯახური, მშვიდი დასვენებისთვის

 

კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარეობს დიდი ღია აუზი, რესტორანი, ბარები, საბანკეტო და საკონფერენციო სივრცეები. ტერიტორიას განსაკუთრებულ ელფერს სძენს განსხვავებული რეკრეაციული გარემო - ევკალიპტები, თხილისა და კივის ხეივნები, ვენახები - სადაც შესალებელია სასიამოვნო საღამოების გატარება და ელექტრომობილებით გასეირნება.

 

განსაკუთრებული სანახაობაა „შატო კვირიკე“-ს ავტო პარკი - რეტრო სტილის მანქანები, რომლებიც მოქმედია და შესაძლებელია გასეირნება ტერიტორიაზე და  ფოტოსესია - რაც აქ დასვენების დღეებს განსაკუთრებულს და დაუვიწყარს გახდის.

„შატო კვირიკე“ იდეალური ადგილია ოჯახური დასვენებისთვის. ტერიტორიაზე განთავსებულია საბავშვო გასართობი სივრცეები - საქანელები, უკონტაქტო ზოოპარკი, ელექტრომობილები რაც სასიამოვნოს ხდის დასვენების პროცესს როგორც მშობლების, ასევე ბავშვებისათვის.

 

კომპლექსის მახლობლად მდებარეობს მდინარეზე სპეციალურად მოწყობილი სანაპირო კაკლების ხეივანში, სადამდეც ელექტრომობოლებით შესაძლებელია მისვლა. კომპლექსიდან 12 კილომეტრში მდებარეობს მეორე ტურისტული ლოკაცია „ კვირიკეს გორაკები“, საიდანაც იშლება საოცარი ხედები. კომპლექსი მდებარეობს ზღვის დონიდან 1050 მეტრზე.

 

„შატო კვირიკე“  - ადგილი სადაც შეძლებთ სასიამოვნოდ გაატაროთ დაუვიწყარი დღეები აჭარაში. 

 

(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up