შაუმიანისა და ხიხანში, 30 წლიანი პაუზის შემდეგ, სარწყავი წყლით წელს პირველად ისარგებლებენ

შაუმიანისა და ხიხანში, 30 წლიანი პაუზის შემდეგ, სარწყავი წყლით წელს პირველად ისარგებლებენ

access_time2022-06-18 10:41:56

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მარნეულში იმყოფებოდა. მინისტრი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, სამელიორაციო ობიექტებზე განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოების შედეგებს ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ ჩატარებული მასშტაბური აღდგენითი სამუშაოების შედეგად, სოფელ შაუმიანში, 30 წლიანი პაუზის შემდეგ, სარწყავი სისტემა ამოქმედდა. შაუმიანისა და ხიხანის მოსახლეობა, სამი ათეული წლის შემდეგ, სარწყავი წყლით წელს პირველად ისარგებლებს.

„სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა და რეაბილიტაცია არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ ამ მიმართულებით მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ, რითაც საშუალებას ვაძლევთ ფერმერებს, აწარმოონ ხარისხიანი, მაღალი ღირებულების პროდუქცია. მარნეულის მუნიციპალიტეტში სრულად აღვადგინეთ სარწყავი ინფრასტრუქტურა, რისთვისაც რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. 30 წლის შემდეგ, წელს პირველად, გავუშვით წყალი. ათას ჰექტარ ფართობზე მეტი წყლით უზრუნველყოფილი იქნება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სოფელ ფარცხისში, უხვი ნალექის გამო განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად, ტბისი-კუმისის სარწყავ სისტემაზე დაზიანებული მილსადენის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და წყლის მიწოდება უახლოეს პერიოდში აღდგება.


„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დავათვალიერეთ მიმდინარე სამუშაოები. მეწყრული პროცესების გამო, მილსადენი მწყობრიდანაა გამოსული. მელიორაციის კომპანია მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს საკუთარი ძალებით. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ძალიან მალე აღვადგინოთ სისტემა - მობილიზებულია ტექნიკა და სამუშაო ძალაც. ყველა პირობაა შექმნილი, რომ ძალიან მალე მივაწოდოთ მოსახლეობას სარწყავი წყალი“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

„საქართველოს მელიორაცია“, გეოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, აღდგენით სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებს. აღნიშნული სარწყავი სისტემით ქვემო ქართლის რეგიონის 17 სოფლის, დაახლოებით, 3500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის წყალუზრუნველყოფა ხორციელდება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up