შავ ზღვაში აღმოჩენილი ბაქტერიები ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადია – რას ამბობენ მკვლევრები

შავ ზღვაში აღმოჩენილი ბაქტერიები ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადია – რას ამბობენ მკვლევრები

access_time2022-04-16 16:30:37

ევროკავშირის მიერ შავ ზღვაში ჩატარებული ყველაზე მასშტაბური კვლევის – EMBLAS-Plus-ის შედეგების მიხედვით, შავ ზღვაში აღმოჩენილი ბაქტერიები ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადია. კვლევაში წერია, რომ შავ ზღვაში ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობის დაფიქსირება შემაშფოთებელია. 

საქმე ის არის, რომ ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტობა გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. ეს არის პროცესი, როცა  ბაქტერია იძენს მდგრადობას ანტიბიოტიკის მიმართ, რომლის მიმართაც თავდაპირველად მგრძნობიარე იყო. ანტიბიოტიკები ჩვეულებრივ შეუცვლელ როლს ასრულებენ ინფექციური დაავადებების მკურნალობაში და ისინი გამოიყენება არა მხოლოდ მედიცინაში, არამედ ვეტერინარულ პრაქტიკაში, მეცხოველეობაში, სოფლის მეურნეობასა და აკვაკულტურაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, წამლისადმი რეზისტენტობის შედეგად, ანტიბიოტიკები და სხვა ანტიმიკრობული მედიკამენტები ხდება არაეფექტური და ინფექციების მკურნალობა უფრო რთული ან სულაც შეუძლებელი ხდება.

კვლევაში წერია, რომ ფეკალური დაბინძურება ა-რეზისტენტობის გენების  გავრცელების კიდევ ერთი ფაქტორია. „მიზეზი შეძლება იყოს ცუდად დამუშავებული ან დაუმუშავებელი საკანალიზაციო წყლების ჩადინება, რომლებიც შეიცავენ ფეკალურ ბაქტერიებს, განსაკუთრებით – დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში“.

კვლევის ავტორების განმარტებით, ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობაზე პასუხისმგებელია ანტიბიოტიკორეზისტენტობის გენები. ამ გენებს შეუძლიათ გავრცელება ბაქტერიულ პოპულაციაში, რაც ანტიბიოტიკს არაეფექტურს ხდის.

დღეს ა-რეზისტენტობის გენები განიხილებიან, როგორც დამაბინძურებლები, რადგან ისინი დიდი ხანია გასცდნენ კლინიკურ გარემოს და გვხვდებიან ყველგან. სხვა დამაბინძურებლებისგან განსხვავებით, ა-რეზისტენტობის გენებს შეუძლიათ „გამრავლება“ და გავრცელება ბაქტერიების პოპულაციებში, მათი თავდაპირველი წარმოშობის ადგილებიდან მოშორებით.

ჯანმოს განმარტებით, ა-რეზისტენტული ორგანიზმები გვხვდება ადამიანებში, ცხოველებში, საკვებში, მცენარეებსა და გარემოში (წყალში, ნიადაგში და ჰაერში). ისინი შეიძლება გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე ან ადამიანებსა და ცხოველებს შორის, მათ შორის ცხოველური წარმოშობის საკვებიდან.

კვლევის ფარგლებში, შავი ზღვის წყლის ნიმუშებში, მთელი [შავი ზღვის] რეგიონის მასშტაბით, შელფური და აკვატორიული არეების ჩათვლით, გამოიკვლიეს ანტიბიოტიკორეზისტენტობის გენების განაწილება. მკვლევრებმა წყლის სინჯი აიღეს ჩრდილო-დასავლეთ შელფიდან (დუნაის დელტასთან) აღმოსავლეთ შელფამდე (საქართველოს სანაპირო) ხაზზე/გაყოლებაზე. 


მკვლევრებმა შეისწავლეს ა-რეზისტენტობის გენები, რომლებიც ემუქრება ანტიბიოტიკების ფართო სპექტრს (ბეტა-ლაქტამები, მაკროლიდები, გლიკოპეპტიდები, კოლისტინი), მათ შორის არის როგორც პირველი რიგის, ასევე ბოლო თაობის ანტიბიოტიკები.

გამოკვლეული ა-რეზისტენტობის ყველა გენი გამოვლინდა ყველა შესწავლილ ნიმუშში. მათ შორის ყველაზე ბევრი იყო ა-რეზისტენტობის გენები, რომლებიც ახდენენ ბეტა-ლაქტამებისა და ვანკომიცინის ინაქტივაციას. ეს გენები შავი ზღვის რეგიონში ჩატარებულ წინა კვლევებშიც ფიქსირდებოდა, თუმცა ამჯერად მათი რაოდენობა უფრო მაღალი იყო.

მეცნიერები ამბობენ, რომ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ქოლისტინის მიმართ რეზისტენტული mcr-1 გენის მომატებული რაოდენობა, რადგან ეს გენი პირველად დაფიქსირდა შავი ზღვის მიკრობულ თემებში.

ა-რეზისტენტობის გენების რაოდენობა, ღია წყლებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალი იყო შელფის ზონებში, რაც მიუთითებს წყლის ეკოსისტემაზე ანთროპოგენურ ანუ ადამიანის ზემოქმედებაზე.

შავ ზღვაში ანტიბიოტიკების კონცენტრაციასთან დაკავშირებით, კვლევაში განმარტებულია, რომ არც ერთმა შემოწმებულმა ანტიბიოტიკმა არ გადააჭარბა სკრინინგის გამოვლენის ლიმიტს (1,25 ნგ/ლ), შესაძლოა, ზღვის წყალში ანალიზების მაღალი განზავების გამო.

ბეტა-ლაქტამების, ვანკომიცინისა და ბოლო თაობის ანტიბიოტიკი კოლისტინის მიმართ ა-რეზისტენტობის გენები ყველაზე გავრცელებული იყო  ჩრდილო-დასავლეთის შელფზე, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სანაპირო ზოლის ქვეყნებში ანტიბიოტიკების მოხმარების დაბალი კონტროლით.

მკვლვარების განმარტებით ა-რეზისტენტობის გენების პოტენციური წყაროები შავ ზღვაში არის მდინარის და კანალიზაციის შემოდინება, შედარებით მცირე წილით – ვეტერინარული პრეპარატების გამოყენება.

ა-რეზისტენტობის გენების გავრცელება ბუნებრივ გარემოში პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, ამ გენების და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ბაქტერიების საკვებთან ან უშუალო კონტაქტით მიღების შესაძლებლობის გამო.

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ საჭიროა ა-რეზისტენტობის გენების რეგულარული მონიტორინგი შავი ზღვისა და მასში ძირითადად შემოდინებულ მდინარეებში.

ჩინეთის, ჰეპინგის ოლქის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის 2020 წლის კვლევაში ვკითხულობთ, რომ ა-რეზისტენტობის გენები მიიჩნევა გარემოში არსებულ შემაშფოთებელ დამაბინძურებლებად, მათ მნიშვნელოვანი როლი აქვთო ანტიმიკრობული რეზისტენტობის გავრცელებაში.
მათი ტრანსპორტირება და განაწილება მწვავე საკითხია გარემოსდაცვით მეცნიერებაში.

მაგალითად, სასუქების გამოყენება სასოფლო-სამეურნეო მიწაზე არის პოტენციური გზა ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერიების გადაცემისთვის პირუტყვიდან ნათესებზე, ცხოველებზე და ადამიანებზე. იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც გავლენას ახდენენ ა-რეზისტენტობის გენების ტრანსპორტირებასა და განაწილებას, წყალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up