თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, შავ ზღვაში დამატებით 58 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია აღმოჩენილი.
„აღმოჩენილია 58 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის რეზერვი, 3023 მეტრის სიღრმეში, Caycuma 1 ბლოკში“,- განაცხადა ერდოღანმა.
მისი თქმით, შავ ზღვაში თურქეთის ბუნებრივი აირის მარაგი 710 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, რომლის საბაზრო ღირებულება ერთი ტრილიონი დოლარია. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის საბოლოო მიზანია, რაც შეიძლება მალე მიაღწიოს ენერგოდამოუკიდებლობას.