მოსკოვის საფონდო ბირჟაზე ინდექსები ეცემა, უფასურდება რუსული კომპანიების აქციებიც. უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიების აღიარებაზე პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ, რუბლი 3,3%-ით გაუფასურდა.
Reuters-ის ცნობით, მოსკოვის საფონდო ბირჟაზე ერთ წელზე მეტი პერიოდის ყველაზე დაბალ დონეზე დაეცა, რადგან დოლარში დენომინირებულმა RTS ინდექსმა (.IRTS) დღე 13,2%-ით დაბალი მაჩვენებლით დაასრულა. ამასთან, რუბლზე დაფუძნებულმა MOEX რუსულმა ინდექსმა (.IMOEX) 10,5% დაკარგა.
Bloomberg-ის ცნობით, მსოფლიოში ალუმინის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის, რუსული UC Rusal-ის აქციები დღეს, მოსკოვის დროით 08:51 სთ-ზე, 22%-ზე მეტად დაეცა. ეს არის Rusal-ის აქციების ყველაზე დიდი ვარდნა 2018 წლის შემდეგ. კომპანიის ჰონგ კონგის საფონდო ბირჟის ქაღალდები დღის დაბალ დონეზე დაეცა და 6,18 ჰონგ კონგის დოლარი ღირდა, რაც ბოლო დახურვის ფასზე 18,16%-ით ნაკლებია.
სააგენტოს შეფასებით, ხელისუფლების მიერ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარებამ რუსეთის საფონდო ბირჟისა და ვალუტის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. Bloomberg-ის მონაცემებით, ძირითადი ვაჭრობის დახურვის დროს ბაზარი 10%-ზე მეტად დაეცა. მოსკოვის ბირჟის ინდექსის ვარდნამ 13%-ს გადააჭარბა, ხოლო RTS ინდექსი 16%-ით დაეცა. დოლარმა, იანვრის შემდეგ, პირველად გადააჭარბა 80 რუბლს. პუტინის განცხადებამდე დოლარი 79,2 რუბლს (-0,7%) ღირდა.
„ინტერფაქსის“ ცნობით, მოსკოვის ბირჟაზე მსხვილი კომპანიების უმრავლესობის ფასები 9,5%-ის ფარგლებში უარყოფით ტენდენციას აჩვენებს.
აქციები დაეცა:
„მაგნიტის“ (-9,5%)
„გაზპრომის“ (-9,2%)
„ინტერ რაოს“ (-6,8%)
„სბერბანკის“ (-6%)
„პოლიმეტალის“ (-5,7%)
„ლუკოილის“ (- 5.2%)
VTB-ის (-4.1%)
Yandex-ის (-3, 6%)
„აეროფლოტის“ (-2.6%)
„ნოვატტეკის“ (-2.5%)
„სბერბანკის“ (-4.3%)
OZON-ის (-2,7%)
BPN.GE