რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ „შავი ზღვა ნატოს ზღვა გახდება“.
„თავისთავად განცხადება წინააღმდეგობრივია. ნატო და დემილიტარიზაცია - ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია. შავი ზღვა არასდროს იქნება ნატოს ზღვა,“- განაცხადა პესკოვმა