შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი სუფთა ქართული პროექტია - დავით მირცხულავა

შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი სუფთა ქართული პროექტია - დავით მირცხულავა

access_time2022-12-26 13:30:45

 

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრისა და დიდი კაშხლების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის დავით მირცხულავას თქმით, შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი სუფთა ქართული იდეაა, ის საქართველოში ქართველმა ინჟინრებმა დაიწყეს და ამ პროექტით ჩვენი ელექტროენერგეტიკა ევროპის ენერგეტიკის ბაზარზე პირველად შევა. განცხადება დავით მირცხულავამ რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში გააკეთა.

 

 

„დაწერეს, რომ ეს პროექტი თითქოს სხვა ქვეყანაში დაიწყო. ის არის სუფთა ქართული იდეა, საქართველოში ქართველმა ინჟინრებმა დაიწყეს. წინა საპროექტო კვლევები 4-5 წლის წინ ჩატარდა და ამის შემდეგ მოხდა ევროპის, ევროკომიის და მეზობელი ქვეყნების დაინტერესება“, - განაცხადა დავით მირცხულავამ.

 

 

დავით მირცხულავას თქმით, შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიის განვითარების კუთხით. ქვეყანას ასათვისებელი აქვს დაახლოებით 1300 მეგავატი ქარის და დაახლოებით 600 მეგავატი მზის ენერგიის სიმძლავრე.


 

 

„განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისება ჩვენთანაც აქტუალურია. ასათვისებელი გვაქვს დაახლოებით 1300 მეგავატი ქარის და დაახლოებით 600 მეგავატი მზის ენერგიის სიმძლავრე. ამას გარდა, უნდა მოხდეს ქსელის გადაწყობა, უსაფრთხოების და საიმედოობის გაზრდა. ამას გარდა, პროექტს დიდი მნიშვნელობა ქვეყანაში ელექტროენერგეტიკისა და გენერაციის ობიექტების განვითარებისთვის, ინვესტორების მოზიდვისთვისა და საინვესტიციო კლიმატისთვის,“ - განაცხადა დავით მირცხულავამ.

 

 

დავით მირცხულავას თქმით, პროექტს ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს აზერბაიჯანისთვის, სადაც უზარმაზარი განახლებადი ენერგიის რესურსებია კასპიის ზღვასა და ხმელეთზე.

 

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up