„შავი ზღვის კაბელი საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, რომ ევროკავშირს  ელექტროენერგიის  დივერსიფიკაციაში დაეხმაროს“, - ვახტანგ ჭარაია

„შავი ზღვის კაბელი საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, რომ ევროკავშირს ელექტროენერგიის დივერსიფიკაციაში დაეხმაროს“, - ვახტანგ ჭარაია

access_time2023-01-11 19:00:46

“2023 წლის პირველი კვარტალი ეკონომიკური ზრდით გამორჩეული ვერ იქნება, თუმცა წელს შესაძლოა გარკვეული სოლიდური ზრდა დაემატოს, მაგრამ ეს დამოკიდებულია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე  ქვეყნის გარეთ მიმდინარე  პროცესებზე“ - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ ეკონომიკის ექსპერტმა ვახტანგ ჭარაიამ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად შეიძლება იმოქმედოს ისეთმა ფაქტორებმა როგორიცაა პოლიტიკური არასტაბილურობა ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ კი, რუსეთ - უკრაინის ომი.  ეკონომიკური ზრდისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ეკონომიკის ექსპერტი ენერგო სექტორს ასახელებს.

 

 

 

 

„ეკონომიკური ზრდისთვის ჩვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკის მიმართულება, რომელიც ბოლო პერიოდში გამოიკვეთა და უკავშირდება შავი ზღვის ფსკერზე კაბელის  გაყვანას , რომელიც რიგითი კაბელი არ არის და მას შეუძლია საქართველოში იმ დამოკიდებულების დასრულება, რომელიც ჰესებს უკავშირდება.  ჰესებში არ არის პრობლემა, აქ პრობლემაა ცუდ მშენებლობაში და არასწორ დაგეგმარებაში.

 

 

 

 

 

 ჩვენთან ელექტროენერგიის მოხმარება მზარდია, ამ დროს ფულს ვიხდით მეზობელ ქვეყნებში და ჩვენ ენერგიაზე ვამბობთ უარს, მაგრამ ეს კაბელი ევროკავშირის მხრიდანაც სხვა ინტერესებს გამოიწვევს და მათი მხარდაჭერა უფრო გამჭვირვალე გახდება“, - აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.

 

 

 


 

 

 

 

ჭარაიას თქმით თუ საქართველო აქამდე სატრანზიტო ქვეყანა იყო და  ტვირთებს ატარებდა,  ეს კაბელი მისცემს  შესაძლებლობას, რომ ევროკავშირს  ელექტროენერგიის  დივერსიფიკაციაში დაეხმაროს.

 

 

 

 

 

„შესაბამისად,  საქართველოში  პოლიტიკური და ფინანსური  პოზიციები  ძლიერდება და ქვეყანა მთლიანობაში  სწორ  გზას  დაადგება. ამ  ყველაფერში სახელმწიფომაც თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა  გამოიჩინოს და არ უნდა დაუშვას ისეთი საუბრები, როგორიც  გვქონდა, რომ ეს  ჰესი  თურქეთისთვის შენდება და  ა.შ.  საქართველოში აშენებული ჰესი, საბოლოოდ  საქართველოში რჩება და დასაქმებულების უმრავლესობაც ადგილობრივი იქნება.

 

 

 

 

 

ფინანსური  კუთხით  სახელმწიფოს როლი უნდა იყოს მაქსიმალური და ეს  მოგვცემს იმის  საშუალებას, რომ ეკონომიკის მაღალი ზრდის  გზას მალე  დავადგეთ.  მაგალითად  შარშანდელი ეკონომიკური  ზრდა, საქართველოს მოსახლეობაზე ვერ  გადანაწილდა და ჰესს სწორედ ის  პოტენციალი აქვს, რომ ის თბილისში  კი არ  აშენდება, აშენდება  რეგიონში და მათ მოუტანს ფინანსურ  სარგებელს“, - აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.

 

 

 

 

თაკო კვაჭანტირაძე

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up