შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისთვის საქართველო მსოფლიო ბანკს მიმართავს

შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისთვის საქართველო მსოფლიო ბანკს მიმართავს

access_time2023-01-09 16:20:14

დღის წესრიგში დადგა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის განსახორციელებლად დეტალური კვლევის ჩასატარებლად და შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური შესასწავლად 75 მლნ დოლარია საჭირო. როგორც ფინანსთა მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მთავრობის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტრო აღნიშნულის თანხის მოსაპოვებლად მიმართავს მსოფლიო ბანკს.


„როგორც იცით, საქართველოს ინიციატივით მუშაობა დავიწყეთ პროექტზე, რომელიც გულისხმობს კავკასიის რეგიონისა და ევროპის ენერგეტიკულ დაკავშირებას მაღალი ძაბვის შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის საშუალებით. კონკრეტულად ამ ხაზით ერთმანეთს დაუკავშირდება საქართველოს ენერგოსისტემა და რუმინეთის ენერგოსისტემა, რომელიც ჩართულია ერთიან ევროპულ ქსელში. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე ინვესტირება დაწყებულია. საქართველოს მხრიდან ამ პროექტზე ორნახევარი მილიონი ევრო უკვე დახარჯულია, რომელიც გულისხმობს ე.წ. ფიზიბილითი სტადიის შესწავლას. მიმდინარე წელს შესწავლა უნდა დასრულდეს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან პოზიტიური შედეგები იქნება იქიდან გამომდინარე, რომ შედეგების მიხედვით, წინასწარი შესწავლაც საკმაოდ პოზიტიური იყო. ამ ეტაპზე, უკვე დღის წესრიგში დადგა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის განსახორციელებლად დეტალური კვლევის ჩატარება შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური შესწავლა. ამ მიმართულებით დღეს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მსოფლიო ბანკს მიმართავს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის კვლევასთან დაკავშირებით დამატებითი დაფინანსების გამოყოფის თაობაზე, რომელიც ჯამში შეადგენს 75 მლნ დოლარს. ამ თანხასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე, ბუნებრივია, წინასწარი მოლაპარაკება გვქონდა. თანხის ოდენობაზეც და მიმართულებებზე უკვე შეთანხმებული და შეჯერებული ვართ მსოფლიო ბანკთან“,   - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.

მინისტრის თქმით, ეს პროცედურა იმ პროცესის დაწყებაა, რაც პროექტის განხორციელების საწყის ეტაპებს გულისხმობს.



„75 მლნ აშშ დოლარის ოდენობით დაფინანსება გამოიყოფა სამი მიმართულებით, ეს არის შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური შესწავლა, რომელიც დაახლოებით 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით დაჯდება და დაიხარჯება საქართველოს მიერ, ასევე, სახმელეთო გადამცემი ხაზის გაძლიერებისთვის, რომელიც უკვე საქართველოს ტერიტორიაზე უშუალოდ გულისხმობს შესაბამის ინფრასტრუქტურის მოწყობას, გადამცემი ხაზების გაძლიერებას იმისთვის, რომ სრულყოფილად მოხდეს აღნიშნული პროექტის რეალიზაცია საქართველოს მხრიდან. ასევე, 5 მილიონი ევროს ოდენობით გამოიყოფა საკონსულტაციო მიმართულებით, როგორც სამართლებრივ ასევე ფინანსურ საკითხებში“, - აცხადებს მინისტრი.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up